LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინი ბადურაშვილი ბოდიშს იხდის

2618
nini-badurashvili-2020-04-24-12-38-55-299305

ნინი ბადურაშვილი უკვე მეორე დღეა, სოციალურ ქსელში თავდასხმის ობიექტი გახდა. მომღერალი შოუ ,,კაცების” სტუმარი იყო, ერთ-ერთი ეპიზოდის ქვეშ ერთმა გოგონამ დაწერა, რომ გადაცემა “პრაიმშოუს” უყურებს, მაგრამ ნინი ბადურაშვილი არ მოსწონს. ,,რა ნინი ბადურაშვილი”, აღნიშნავდა ის კომენტარში, რასაც პასუხად ნინიმ მისი ფოტო დაურთო და დაწერა: ,,ასეთ ვიდზე რამდენს ბედავ?”. ამ კომენტარმა მკითხველის გაგულისება გამოიწვია და მომღერლის მიმართ სალანაძღავი სიტყვები არ დაიშურეს, მის კომენტარს კი ბულინგი უწოდეს გარეგნობის გამო.

ნინიმ ახლახან დაწერა, რომ გოგონას ბოდიშს უხდის:

,,მეგობრებო! ამ გოგონას ვერაფრით მივაწვდინე ხმა. ძალიან სამწუხარო და არასასიამოვნო ფაქტი მოხდა გუშინ. ვაღიარებ, ჩემი მხრიდან არასწორი ქმედება იყო, რაზეც მოყვა თქვენი ლოგიკური რეაქცია. მინდა, ბოდიში მოვუხადო მას! ალბათ, ნახავს როდესაც აღადგენს მის გვერდს.. ძალიან გთხოვთ, თავი შეიკავეთ ზედმეტი აგრესიისაგან?წარმატებები და ბედნიერება თქვენ ❤️”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები