LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემი გამოსვლა არ ეხებოდა ჯარს, იყო სტილისტური ფორმა, რომელიც იხმარება რიტორიკაში – პრეზიდენტი

344
სალომე-ზურაბიშვილი

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჯართან დაკავშირებით მისი განცხადების შესახებ კომენტარი გააკეთა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, გამოსვლა ჯარს არ ეხებოდა, ეს იყო მხოლოდ სტილისტური ფორმა, რომელიც რიტორიკაში იხმარება.

პრეზიდენტი: არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება

„ჩემი გამოსვლა იყო სრულიად კულტურულ სივრცესა და კულტურული ინსტიტუტების მონაწილეობით, რათა შეგვექმნა საკოორდინაციო ცენტრი. არანაირად არ ეხებოდა ეს ჯარს. იყო მხოლოდ სტილისტური ფორმა და ფიგურა, რომელიც იხმარება რიტორიკაში, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ნაკლებად ცნობილია აქ“,-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში 10 დეკემბერს სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებს უმასპინძლა და მათ სიტყვითაც მიმართა. “არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება. არც ის ეკონომიკური ძალიან დიდი პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი,”-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. “რას ემსახურება პრეზიდენტის ბულინგი?” – სალომე ზურაბიშვილი პირადად აკეთებს განმარტებას

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები