LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი: არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება

802
57331375-4049386925078787-3179806761607495680-o

“არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება. არც ის ეკონომიკური ძალიან დიდი პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი,”-  ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში განაცხადა.

“მაგრამ ჩვენ გვაქვს ის უზარმაზარი ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა და ძალიან მდიდარი რეგიონი ამ მხრივ, არამხოლოდ დღევანდელი დღით,”- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

https://www.facebook.com/FormulaOriginals/videos/2531409640430054/UzpfSTgyNjY4OTM0OToxMDE1NzgyNzUyNzEzOTM1MA/

ზურაბიშვილი საზღვარგარეთ საქართველოს შესახებ დაწერილ ინფორმაციებსაც გამოეხმაურა.

ის უცხოელები, რომლებიც დღეს წერენ საქართველოზე, ან არიან უარყოფით დამოკიდებულებაში საქართველოს მიმართ, ანდა არა აქვთ ის ცოდნა, და კომპეტენცია, რომელიც მოდის იმისგან, რომ ქვეყანაში იყავი, ენა იცი და ჩვენს მეცნიერებთან ერთად გახდი შენ თვითონ.. ეს პირველ რიგში ეხება ქართველოლოგიას, მაგრამ არამარტო, პოლიტოლოგიაც იგივე არის, მე კარგად ვიცი, რა იწერება საზღვარგარეთ საქართველოს შესახებ და ყველა თავის თავს ნებას აძლევს, რომ საქართველოს შესახებ რაღაცა წეროს, ისე რომ არავინ მას არ მისცა ის ლეგიტიმაცია, რომ დაწეროს საქართველოს შესახებ, ეს არ არსებობს არც ერთი სხვა ქვეყნის მიმართ

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, დღევანდელი შეკრების მიზანია, პასუხი იმ არსებულ გამოწვევებზე, რომელიც საქართველოს ამ კუთხით აქვს.

“ჩვენი დღევანდელი შეკრების მიზანია, პასუხი იმ არსებულ გამოწვევებზე, რომელსაც ჩვენ ყველა ვამჩნევთ და ეს არის ის, რომ ნელ-ნელა დავკარგეთ ის ყველაფერი, რაც გულისხმობს ინფორმაციას საქართველოსა და კავკასიის შესახებ. იქნება ეს, ისტორია, ლიტერატურა, ბიოლოგია თუ სხვა. ჩვენ გვაქვს ეს ცოდნა შენარჩუნებული და გვყავს სერიოზული სპეციალისტები, მაგრამ მსოფლიოსთვის ჩვენ სადღაც დავიკარგეთ ამ გლობალიზაციის პერიოდში, საქართველოს ხმა ისე არ ისმის, როგორც უნდა ისმოდეს და ამიტომ, ჩვენ ეს უნდა დავიბრუნოთ”,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღეს საქართველოსა და კავკასიის მეცნიერებების შემსწავლელი საკოორდინაციო ცენტრი დაფუძნდა. ინიციატორი საქართველოს პრეზინდეტია. ორბელიანების სასახლეში შესაბამის დოკუმენტს ხელი ცოტა ხნის წინ მოაწერეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები