LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“21-ე საუკუნეში, საზღვრების შესაცვლელად ძალის გამოყენების ადგილი არ არის” – დღეს ევროპის საბჭოს საგანგებო შეხვედრა გაიმართება

102
Untitled design11

დღეს ევროპის საბჭოს საგანგებო შეხვედრა გაიმართება.

როგორც ევროსაბჭოს ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, ევროსაბჭოს პრეზიდენტმა სპეციალური სხდომა მოიწვია, რათა განიხილონ სიტუაცია უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევის, ასევე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევის შემდეგ.

“21-ე საუკუნეში, საზღვრების შესაცვლელად ძალის გამოყენებას და იძულებას ადგილი არ აქვს”, – აცხადებს ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მოქმედებდა სწრაფად, ერთიანად და მტკიცედ უკრაინის მიმართ სოლიდარობის მიზნით და რომ ამაზე მეტყველებს 23 თებერვალს მიღებული სანქციების პაკეტიც.

ევროსაბჭოს საგანგებო სხდომაზე ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ:

უახლეს მოვლენებს;

წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დაცვას;

როგორ დაეკისროს რუსეთს პასუხისმგებლობა მის ქმედებებზე;

შემდგომ მხარდაჭერას უკრაინისა და უკრაინელი ხალხისთვის”,  – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომი გამოაცხადა

უახლესი ცნობები მიმდინარე მოვლენების შესახებ:

უკრაინა საჰაერო სივრცეს კეტავს

ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა

რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე – ქვეყნის მასშტაბით აფეთქებები და ხანძრებია

კიევი საჰაერო თავდასხმის მოლოდინში – დედაქალაქში სირენები ჩაირთო

უკრაინულმა ძალებმა დონბასში 5 რუსული თვითმფრინავი და 1 ვერტმფრენი ჩამოაგდეს

აიძულეთ პუტინს გაჩერდეს – ზელენსკი მსოფლიო ლიდერებს დახმარებას სთხოვს

კულება რუსეთის წინააღმდეგ მისაღები ზომების სიას აქვეყნებს – რას ითხოვს უკრაინა მსოფლიო საზოგადოებისგან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები