LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიევი საჰაერო თავდასხმის მოლოდინში – დედაქალაქში სირენები ჩაირთო

526
The Independence Monument is seen during an early morning in central Kyiv, Ukraine, February 23, 2022. REUTERS/Umit Bektas

კიევსა და ხარკოვში აეროდრომების და სამხედრო შტაბების დაბომბვას ოფიციალური უწყებები ადასტურებენ და აცხადებენ, რომ საზღვრის გასწვრივ საარტილერიო ცეცხლია გახსნილი.

ვრცელდება ცნობები, რომ ნულოვან წერტილში ასობით სამხედროა დაღუპული და არიან დაშავებულები. ​უკრაინაში, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული.

კიევში ამ ეტაპზე სიმშვიდეა, თუმცა ქალაქში საკმაოდ ინტენსიურად გადაადგილდებიან ავტომობილები.

ცნობისთვის, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა გადაკვეთეს ხარკოვის მხრიდან უკრაინის საზღვარი და ოდესასა და მარიოპულში დესანტი გადასხეს. ვრცელდება ცნობები უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ მიმართულებით, სუმის ოლქსა და ხარკოვზე მასირებული სახმელეთო შეტევის დაწყების შესახებ.