LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “სამშობიაროდან ჩვილ ბავშვთან ერთად პირდაპირ ქუჩაში დავრჩი”

227

27 წლის ჟანა ვახტანგიშვილი და მისი 11 წლის ქალიშვილი ერედვიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახია. ჟანა თვეების იყო, როდესაც დედამ მიატოვა. მას შემდეგ ქუჩაში იზრდებოდა. 7 წლის იყო, როდესაც ბავშვთა სახლში მიიყვანეს, თუმცა ცუდი პირობების გამო კვლავ ქუჩაში დაბრუნება ამჯობინა. მომავალი მეუღლეც ბავშვთა სახლში გაიცნო და 15 წლის ასაკში ელენე შეეძინა. ორსულობის დროს ხშირად უწევდა შიმშილობა. მისი მეუღლე საკვების ქურდობისთვის დააპატიმრეს. სამშობიარო სახლიდან პირდაპირ ქუჩაში, ჩვილ ბავშთან ერთად, კეთილი ადამიანების იმედად დარჩა. ახლა ქირით ერთ პატარა ოთახში ცხოვრობენ, თუმცა მალე შესაძლოა ისევ ქუჩაში დაბრუნება მოუწიოთ, რადგან სოციალური დახმარების მიზერული თანმა ქირის საკვებისა და წამლებისთვის არ ჰყოფნით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები