LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: სად წავიდეთ, თუ ზაფხულის ცხელ დღეებში ქალაქიდან ვერ გავდივართ

228

კორონავირუსის პანდემიამ, მთელ მსოფლიოში ცხოვრების სტილი რადიკალურად შეცვალა. სწავლა, მუშაობა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, ადამიანები სახლებში ჩაიკეტნენ, გარეთ გასვლის შემთხვევაში კი მუდმვად  მკაცრი წესების დაცვა უწევთ: ფიზიკური დისტანცია, ხელების მუდმივი დეზინფექცია, თერმოსკრინიგი და ა.შ. ამდენ ცვლილებასთან გამკლავება ნებისმიერი ადამიანისთვის, განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის ძალიან რთულია.

თუმცა თანდათან ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს ვუბრუნდებთ, ეტაპობრივად იხსნება სხვადასხვა გასართობი ადგილები. ზაფხულის ცხელ დღეებში, მაშინ როდესაც ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევს, ქალაქიდან დასასვენებლად გასვლა ყველაზე კარგი გადაწყვეტილებაა,თუმცა თუ სამსახურის ან სხვა მიზეზების გამო ამას ვერ ახერხებთ,  “ფორტუნამ” თქვენთვის ის ადგილები შეარჩია, სადაც ბავშვებთან ერთად დროს მხიარულად და საინტერესოდ გაატარებთ.

ერთ-ერთი ასეთი ადგილი ყველასთვის საყვარელი მთწმინდის პარკია. თბილისის ყველაზე მაღალ წერტილზე მდებარე პარკი ბავშვებისთვის ნამდვილი ჯადოსნური სამყაროა.  პარკი ზაფხულის ცხელ დღეებში, ჯანსაღ გარემოსა და სუფთა ჰაერზე, დასასვენებლად და გასართობად ბავშვებისთვის და უფროსებისთვისაც განსაკუთრებულად სასურველი ადგილია.  აქ უსაფრთხოების ნორმებს  მაქსიმალურად იცავენ. ატრაქციონებს სადენზიფექციო სამუშაოები ინტენსიურად უტარდებათ, თანამშრომლები კი სპეციალური აღჭურვილობით არიან ეკიპირებული. აღსანიშნავია, რომ პარკში ასასვლელი ტრამვაის ფასი შემცირებულია და 5 ლარის ნაცვლად 2 ლარი ღირს. ატრაქციონების ფასები კი უცვლელია.

მზე, აუზები, ტობოგანები, წყლის ატრაქციები, უგემრიელესი კოქტეილები – ეს ყველაფერი “ჯინო ფერედაისში” დაგხვდებათ. ქალაქში, ცენტრიდან 20 წუთის სავალზე, ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ადგილას, ღია და დახურული აუზის 9 სახეობა, წყლის ექსტრემალური ატრაქციები, ფინტეს დარბაზი, VIP სივრცეში შემავალი სპა და ველნეს ცენტრი და  2 განსხვავებული საბავშვო სივრცე დაგხვდებათ.

აკვა პარკში წყლის შედარებით ექსტრემალური სახეობებიც უხვადაა. ასე მაგალითად, თუ წყალი და სისწრაფე ერთნაირად გიზიდავთ, ტობოგანს გირჩევთ. ესაა აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე მაღალი, 31 მეტრიანი წყლის სასრიალოების კომპლექსი, დაშვების 60 კ/მ-მდე მაქსიმალური სისწრაფით.აქევა წყლისზედა ექსტრემალური სივრცეც – ტანზანია – სადაც თავს ნამდვილი სათავგადასავლო ფილმის პერსონაჯად წარმოიდგენთ.

აღსანიშნავია, რომ ჯინოშიც უსაფრთხოების ყველა რეკომენდაცია დაცულია, ფასები კი მინიმალურად არის გზარდილი.

თუ გსურთ ოჯახთან ერთად მთელი დღე გართობასა და საყიდლებზე სიარულში გატაროთ, ისთ ფოინთი ამ ყველაფერს ერთ სივრცეში გთავაზობთ. ადგილზე პატარებს უამრავი გასართობი დახვდებათ. დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სავაჭრო ცენტრი გასართობი ზონების სიმრავლითა და მრავალფეროვნებით გამოირჩევა. აქ შეხვდებით ბავშვთა ატრაქციონებით სავსე მთელ სართულს, უფროსებისთვის კი ბოულინგისა და ბილიარდის დარბაზებს. აქაც უსაფრთოების ნორმებმკაცრად იცავენ. მრავალშენობიაბ სავაჭრო კომპლექსში წარმოდგენილია აქსესუარების, ყველა ტიპის სამოსისა და ტექნიკის ბრენდები. კვების ობიექტთა შორის შეხვდებით როგორც სწრაფი კვების დაწესებულებებს, ასევე რესტორანსა და ჯანსაღი კვების პრომოუტერ კომპანიებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები