LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: გაიცანით, 6 წლის ალექსანდრა ედიბერიძე, რომელიც მსოფლიოში ოთხ მოჭადრაკე ბლოგერს შორის ერთ-ერთია

740

ჭადრაკი ინტელექტუალური თამაშია, რომელშიც ხელოვნების, მეცნიერებისა და სპორტის ელემენტებია შერწყმული. ის აზროვნებას, ლოგიკას, ყურადღების კონცენტრაციას, თვითკრიტიკის განვითარებას, გამარჯვებისაკენ  სწრაფვას და უნარ-ჩვევების განვითარებას ხელს უწყობს.

მსოფლიოში სულ ოთხი მოჭადრაკე ბლოგერი ბავშვია. მათ შორის ერთ-ერთი ჩვენი რესპოდენტი, 6 წლის ალექსანდრა ედიბერიძეა. მას საკუთარი ბლოგი აქვს, სადაც თანატოლებს უხსნის თუ, როგორ გადაადგილდება თითოეული ფიგურა ჭადრაკის დაფაზე.

დამეთანხმებით, საკმაოდ დიდი გონიერებაა საჭირო იმისათვის, რომ სწორად ითამაშო და ამავდროულად საკუთარი ცოდნა სხვებს გაუზიარო.

ალექსანდრას დედა, მარიამ ნიქაბაძე ყოფილი მოჭადრაკეა. თუმცა, არასდროს უფიქრია, რომ მისი შვილი ოდესმე სამეფო თამაშით დაინტერესდებოდა. დღეს კი, ერთობლივად იბრძვიან იმისათვის, რომ საზოგადოებაში ჭადრაკის ცნობადობა გაზარდონ.

მარიამი შვილის განვითარებაში ბოლომდე ჩართულია. ის მიიჩნევს, რომ ჭადრაკი ადამიანის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს ზრდის. ამ დროს მოზარდი ბრძოლისუნარიანი ხდება და დამარცხების შიშს ლახავს.

პატარა მოჭადრაკის დღის რეჟიმი საკმაოდ დატვირთულია. ის ქართულ ცეკვას და სინქრონულ ცურვას ეუფლება.

ხშირად ფსიქოლოგები ამბობენ, რომ მოზარდისთვის დატვირთული გრაფიკი შესაძლოა სტრესში გადაიზარდოს. თუმცა, როდესაც ბავშვს გარკვეული საქმიანობა სიამოვნებას ანიჭებს ამაში ხელი არ უნდა შევუშალოთ.

პატარა ალექსანდრას სურს, რომ სხვა ბავშვებისთვის სამაგალითო იყოს და თუ მის თანატოლებს დასჭირდებათ,  ნებისმიერ მსურველს შეუძლია დაუკავშირდეს და აუცილებლად დაეხმარება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები