LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ,,ფორტუნას” სტატიის დახმარებით, 14 წლის ვუნდერკინდმა სურვილები აისრულა

1769

ქართველმა ვუნდერკინდმა, 14 წლის დათუნა ზარდიაშვილმა, რომელიც განსაკუთრებული მათემატიკური ნიჭით არის დაჯილდოებული, 150-მდე საერთაშორისო და ადგილობრივ ოლიმპიადაზე გამარჯვება მოიპოვა.

დათუნა საზოგადოებისთვის ცნობილი რადიოჰოლდინგ ,,ფორტუნას”-სგან გახდა. ,,ფორტუნას” საიტზე გამოქვეყნებულმა ერთმა სტატიამ ნიჭიერი მოზარდის ცხოვრება რადიკალურად შეცვალა, მისი ოცნებების ახდენა სწორედ ამ დღიდან დაიწყო.

დათუნა თბილისში დედასთან, მადლენა ზარდიაშვილთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარება და დათუნას სტიპენდიაა. უკიდურესი გაჭირვების გამო, ოჯახი იძულებული იყო დათუნას მიერ ოლიმპიადებზე მიღებული ჯილდოები პერიოდულად გაეყიდა.

ბიჭის  მთავარი ოცნება პროგრამირების საფუძვლების დაუფლება და ამ მიმართულებით სწავლის გაგრძელებაა, თუმცა სამწუხროდ ოჯახს ამის ფინანსური შესაძლებლობა არ ჰქონდა.

მას შემდეგ, რაც დათუნას ნიჭის შესახებ ,,ფორტუნას” სტატიიდან გახდა ცნობილი, ბიჭის დახმარების სურვილი სხვადახვა კომპანიებმა, კერძო პირებმა და ემიგრანტებმა გამოთქვეს.

„IT აკადემიამ“ დათუნას სასწავლო კურსი აჩუქა. გარდა ამისა, ბიჭს პროგრამირების ერთწლიანი კურსი საქართველოს ეროვნულმა ლატარიამაც დაუფინანსა. თავის მხრივ, კომპანია „ორიენტ ლოჯიკში“ მას პრაქტიკული სწავლებაც შესთავაზეს.

,,ვიდეოთვალი არ მქონდა და სკოლის გაკვეთილებს ისე ვუსმენდი” – სოციალურად დაუცველი ვუნდერკინდის ისტორია

 

პოპულალურები