LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თინეიჯერების პრობლემები და ოცნებები – რა წინააღმდეგობებს აწყდებიან სტუდენტები დასაქმებისას [ვიდეო]

dasakmeba

განათლება და დასაქმება – ორი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპეტენცია. საქართველოში დასაქმების საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს სტუდენტებისთვის. ახალგაზრდები სწავლის პარალელურად, მუშაობენ და საკუთარი სწავლის თანხასაც იხდიან.

ის რომ უმუშევრობა ქვეყნის პრობლემაა, სიახლეს არავისთვის წარმოადგენს. ეს პრობლემა ახალგაზრდა თაობასაც მკვეთრად შეეხო. სტუდენტები განათლების მისაღებად სოლიდურ თანხებს იხდიან უნივერსიტეტებში, მაგრამ მათი დიდი ნაწილი რეალიზებას საკუთარი პროფესიით ხშირ შემთხვევაში ვერ ახერხებს.

საქართველოში უმუშევრობის პრობლემის გამო, სტუდენტების უმეტესობა მშობლების იმედად ცხოვრობს, თუმცა დღევანდელი ახალგაზრდების დიდი ნაწილი, წინააღმდეგობების მიუხედავად, მოტივირებულია თვითრეალიზება მოახდინოს.

ამას გარდა, მნიშვნელოვანია, რომ დღეისთვის სწავლის პარალელურად მუშაობა მიმტანად, დამლაგებლად, მეეზოვედ და ასე შემდეგ, სირცხვილად აღარ ითვლება.

ევროპის ქვეყნებში ჩატარებული საერთაშორისო კვლევა “ევროსტუდენტი VI”-ის მონაცემებით, ქართველ სტუდენტებს დასაქმების საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი აქვთ. მათი 30% დასაქმებულია დროებით, ან მუდმივ სამსახურში. მათივე ინფორმაციით, საქართველოში სტუდენტთა ასაკი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპის ქვეყნებს შორის.

გამოკითხვით ირკვევა, რომ სტუდენტთა მუშაობის მიზეზი განსხვავებულია, თუმცა ქართველი სტუდენტების მიერ დასაქმების მიზეზად უმეტესად შრომის ბაზარზე გამოცდილების მიღება სახელდება (73,8%). 43,5%-ს მუშაობა საცხოვრებელი ხარჯების დაფარვის გამო უწევს, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია სხვა ქვეყნებთან შედარებით; ევროპელი სტუდენტების შედარებით დიდი ნაწილი ასახელებს ამ მიზეზს მუშაობის მოტივაციად.

ავტორები: ნუცა სალუქვაძე, ლერი ზაქაიძე