LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მუშაობს თბილისის სასწრაფო [ვიდეო]

613

ამ ეტაპზე თბილისში სასწრაფო დახმარების 14 ფილიალი და 97 ბრიგადა 24 საათის განმავლობაში მუშაობს.

აუდიტის ბოლო კვლევა 2018 წელს გამოქვეყნდა. ამ მონაცემებით, თბილისში ერთ ბრიგადაზე წელიწადში საშუალოდ, 11,400 -ზე მეტი მოსახლე და 6,600 გამოძახება მოდის. სასწრაფოს იძახებენ ინექციის გასაკეთებლად, მედიკამენტის ინსტრუქციის გასაცნობად და სხვა უამრავი “არასასწრაფო” საკითხის მოსაგვარებლად.

2016 წლის პირველ ნახევარში მაღალი პრიორიტეტის გამოძახების შემთხვევისას, 8 წუთში ან უფრო ნაკლებ დროში, რეაგირება შემთხვევების მხოლოდ 10%-ში ხდება. ამ დაგვიანებებს გარკვეულწილად, არამიზნობრივი გამოძახებებიც “უწყობს ხელს”.

ახლა ცენტრში აცხადებენ, რომ ამ მხრივ სიტუაცია მკვეთრად არის გაუმჯობესებული და მაღალი პრიორიტეტის გამოძახებებზე ბრიგადები დაუყოვნებლივ, 4-8 წუთის შუალედში მიდიან.

თბილისის მერიასა და 112-თან ერთად, უკვე მიდის მუშაობა პროტოკოლების შეძენაზე, რომელიც აპრობირებულია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და რომელიც ავტომატურად განსაზღვრავს ზარების პრიორიტეტებს, ასევე გარკვეულწილად გაცხრილავს არამიზნობრივ ზარებს.

აუდიტის ანგარიშის მიხედვითვე, სასწრაფოში ზარების სტატისტიკა წლების განმავლობაში იზრდება, რაც, თავის მხრივ, ბრიგადების დატვირთვას ზრდის. დატვირთვის მიუხედავად, ცენტრში აცხადებენ, რომ ბრიგადების რაოდენობა ჩვენი ქალაქისთვის საკმარისზე მეტია და დაგვიანების პრობლემას, მხოლოდ არამიზნობრივი გამოძახებების გაცხრილვაც მოაგვარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები