LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ხდება ბავშვი აგრესიული – თამარ გაგოშიძე

3972

რა უნდა იცოდნენ მშობლებმა ადრეულ განვითარებაზე, გრძნობს თუ არა ბავშვი მშობლის შფოთვას, აქვთ თუ არა მშობლებს ემოციური რეგულაცია – მარტა ქარუმიძის გადაცემას ,,7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე ესტუმრა.

რა იწვევს ბავშვის აგრესიას?

როცა მშობლებს ვთხოვთ აღწერონ აგრესიული ქცევა და ისინი გვიყვებიან, ეს ნამდვილად არ არის აგრესია. ძირითადად, ბავშვს რაღაც აწუხებს, ამას ვერ გამოთქვამს, ემოციური მდგომარეობა აქვს და ეს ჩანს აგრესიულ ქცევად. არის შემთხვევები, როდესაც ბავშვი იღლება და იფიტება, ამ დროს ეწყება გაღიზიანება, ჩვენ უნდა მივხვდეთ რომ ბავშვი დაიღალა და პრევენციული ზომები გავატაროთ. საბავშვო ბაღებში ჩივიან ხშირად, რომ ბავშვი აგრესიულად იქცევა, ამ დროს არავინ იკითხავს, იქნებ ბავშვი დაიღალა, ეძინება ან შია. უნდა გაარკვიოთ, რატომ ტირის ბავშვი, ბავშვის ქცევა არ არის მექანიკური. მშობლებისთვის ადვილია რეცეპტი: „დავსაჯოთ-არ დავსაჯოთ, ავუკრძალოთ ან არა“. ჩვენ კონკრეტულს ვერ გირჩევთ. ერთი და იგივე რჩევა ყველა სიტუაციაში ვერ გამოგადგებათ. მთავარი რჩევაა – უყურეთ თქვენ შვილებს, რათა გაიგოთ რატომ იქცევიან ასე.

გადაცემა ვრცლად…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები