რას შეცვლიდი მსოფლიოში? – ეს კითხვა „BBC“-მ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ბავშვებს დაუსვა. პატარების პასუხები მართლაც მოულოდნელი და ამაღელვებელია. ისინი ყურადღებას ისეთ გლობალურ პრობლემებზე ამახვილებენ, როგორიც ჰაერის, წყლისა და გარემოს დაბინძურებაა. ასევე, ბავშვების სურვილია, რომ შეწყდეს ადამიანებით ვაჭრობა და მსოფლიოში იყოს მშვიდობა.