სოციალურ ქსელში აქტუალური გახდა ირაკლი ჩარკვიანის ძველი ინტერვიუ, რომელშიც ის ქართველი ხალხის ხასიათზე საუბრობს.
“მეფე” ამბობს, რომ ქართველ ხალხს, ვიღაც ყოველთვის სჭირდება, მეფე იქნება ეს, ფაშა თუ სხვა ვინმე, რადგან დამოუკიდებლობა არ შეუძლია.
“ვცდილობთ, მაგრამ ფაშა არ იქნება, რუსი იქნება. დამოუკიდებლობა აქ ხალხს ფსიქოლოგიურად არ შეუძლია. ფაშა უნდა ჰყავდეს, ვიღაცის კარზე უნდა მღეროდეს, პარტიაში იქნება თუ სადაც იქნება…” – ამბობს ძველ ვიდეოში ირაკლი ჩარკვიანი.