მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილმა ჩელენჯერის სერიის ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ტურნირი საერთაშორისო საციგურაო კავშირის ეგიდით 2014 წლიდან ტარდება და მის სპორტულ ცეკვებში მონაწილეობა 8 ქვეყნის 11-მა წყვილმა მიიღო. მათ შორის იყვნენ მარია კაზაკოვა და გიორგი რევია.

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის ინფორმაციით, ქართველი წყვილისათვის გრან- პრის სერიის ტურინის ფინალური საგზურის მოპოვების შემდეგ ,ამ ტურნირს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან მოკლე და თავისუფალ პროგრამებში ელემენტების შესრულებისათვის დაწესებული საჭირო ქულათა რაოდენობა მათთვის აუცილებელი მოთხოვნა იყო ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მონაწილეობის მისაღებად.

მარია კაზაკოვა და გიორგი რევიამ დაწესებულზე გაცილებით მაღალი ტექნიკური ქულები დააგროვეს და სენიორებს შორის 2020 წლის ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებში მონაწილეობის მიღების უფლება მოიპოვეს, ხოლო ტურნირზე აღებული 174, 63 ქულით მე – 3 ადგილი და ბრინჯაოს მედლებიც დაიმსახურეს.

დედიკა კალატოზი
ავტორი