12 ალექსანდრე ზაზარაშვილმა, რომელიც უკრაინაში მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობს, ჟიურისა და დარბაზის მოწონება კიდევ ერთი საოცარი შესრულებით დაიმსახურა.

უკრაინული “საბავშვო ვოისის” ქართველი კონკურსანტი Who’s Lovin You-ს შესანიშნავი შესრულების შემდეგ, ფინალში მოხვდა.

მან წარმატებით გაიარა ყველა ეტაპი ბრმა მოსმენიდან ნახევარფინალურ ბრძოლამდე და ყველა ტურში ატირა როგორც მწვრთნელები, ასევე მაყურებლებიც.

უკრაინული საბავშვო „ვოისის“ ქართველი მონაწილე სოფელ რუისიდან არის. ექვსშვილიანი ოჯახიდან, რომელიც უკრაინაში სპეციალურად საბავშვო მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. ალექსანდრე ზაზარაშვილმა სიმღერა სელინ დიონის რეპერტუარიდან შეასრულა.

ერთი წლის წინ პატარა მომღერალმა „პირველი არხის“ გადაცემა „რანინაში“ სცადა ბედი და შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა მსმენელსა და ჟიურის წევრებზე, თუმცა პროექტი მას არ მოუგია.

თამთა უთურგაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები