ჰუმანური პედაგოგიკის დამაარსებელი შალვა ამონაშვილი “ფორტუნაში” სტუმრად იმყოფებოდა. ბატონმა შალვამ მოზარდების თანატოლებთან და მასწავლებელთან ურთიერთობაზე ისაუბრა.

ბავშვი რომ სკოლაში მიდის, სამი რამ უნდა ახასიათებდეს მას. ერთი – ფიზიკურად უნდა იყოს ჯანმრთელი, მეორე – გონებრივად უნდა იყოს ნორმალური, არ უნდა ჰქონდეს მას გადახრები და მესამე – ცოტათი მაინც სოციალიზირებული უნდა იყოს. უნდა შეეძლოს სიტყვის მოსმენა, მერხთან ჯდომა, თავშეკავების პატარა ელემენტები უნდა ჰქონდეს და თანაცხოვრების რაღაც ცოტ-ცოტა ელემენტები. თუ ეს სამი არ აქვს მაშინ ბავშვი დაიჩაგრება სკოლაში.

გონებრივად სუსტი თუ არის და გადახრა აქვს, მასწავლებელმა შეიძლება ხელი ვერ შეუწყოს, თუ სოციალიზირებული არ არის ბავშვი, ჩხუბი მოუვა ვიღაცეებთან, წართმევა მოუნდება, ან მას წაართმევენ და ამ მუდმივი რაღაც გაუგებრობების გამო ბავშვმა შეიძლება სკოლაზეც კი აიცრუოს გული. არა სწავლაზე, არამედ სკოლაზე, იმიტომ რომ იქ ასეთი რამეები ხდება.

მასწავლებელმა იმით კი არ უნდა დაიწყოს სწავლა, რომ ბავშვებს ა და ი ასწავლოს. ეს ბავშვის პრობლემა აღარ არის. ბავშვს შეიძლება ორ ან სამ გაკვეთილში მთელი ანბანი მივცეთ და დავამთავროთ ე.წ ანბანის პერიოდი, რომელსაც სასრული არ აქვს ხოლმე. მთავარია, რომ მასწავლებელმა ბავშვებს მეგობრობა ასწავლოს და ავარჯიშოს ამ მეგობრობაში. საამისო ლექსები საამისო მოთხრობები, საამისო თამაშები, საამისო დერეფანში გასვლა, კლასში შემოსვლა, ერთმანეთთან ჯდომა, მუდმივი გახსნილობა, მუდმივად რაღაცის განაწილება შენ რაღაცა ტკბილი გაქვს იმას ფანქარი აქვს, რომ ბავშვებს ერთმანეთის არ შურდეთ. თუ ამას მასწავლებელი აკეთებს და თანაკლასელები ასე გაიზრდებიან, ამ თანაკლასელობას აქვს აზრი ცხოვრებაში. მაგრამ თუ თანაკლასელები ასეთი არ გამიხდნენ მე დაწყებით კლასში, მერე ეს ყველაფერი დაიღრვევა და რა თანაკლასელი, მტრები ვხდებით ხანდახან, დავჯგუფდებით, სამი ბავშვი იქ, ხუთი იქ და მტრობას ვუცხადებთ ერთმანეთს,” – აცხადებს შალვა ამონაშვილი “ფორტუნასთან” საუბრისას.

 

ნათია ხარებაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები