LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო და საქართველო გლობალური გამოწვევის წინაშე: შესაძლებელია თუ არა კლიმატური ცვლილებების შეჩერება?

383

კლიმატის ცვლილება დიდი ხანია კაცობრიობის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. კლიმატური სისტემის გლობალური დათბობა მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის რეალური პრობლემაა. კლიმატის შეცვლის შედეგად იცვლება ბუნება, ეკოსისტემები. იზრდება ადამიანთა დაავადების რისკი, მათ შორის, ეპიდემიების გავრცელებისაც. გაზრდილია ექსტრემალური მოვლენების სიხშირე. შავი ზღვის სანაპირო ზონაში გაძლიერდა ნაპირის ეროზიისა და ჩარეცხვის პროცესი.

მწვავე პრობლემის მოგვარების საკითხი საკმაოდ საჩქაროა. სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობა არსებული მდგომარეობის გამოსწორებაზე აქტიურად ფიქრობს. ისინი მმართველ ძალებს ერთობლივი მოქმედებებისკენ მოუწოდებენ.

20 სექტემბერს მსოფლიოს მასშტაბით გარემოს დაცვითი და კლიმატური სამართლიანობისთვის გლობალური გაფიცვა გაიმართა.
„გაიფიცე კლიმატისთვის!“ ამ ლოზუნგით გაფიცვას საქართველოც შეუერთდა.

რეკრეაციული ზონების და საჯარო სივრცეების განადგურებისა და გასხვისების შეწყვეტა, პოტენციური მშენებლობების შეჩერება, ასევე, ჰესების მშენებლობების აღკვეთა და სანაცვლოდ არსებული ჰესების შეკეთება – ეს იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალია, რომელიც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს.