LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ფინალი, რომელიც არ დაგვიგეგმავს” – იუჯა ვანგიმ წინანდლის ფესტივალზე ფურორი მოახდინა [ვიდეო]

348

ბოლო ორი კვირის განმავლობაში წინანდალი კლასიკური მუსიკის ეპიცენტრად იქცა. საერთაშორისო ფესტივალის დასკვნით დღეს, მსოფლიოში აღიარებულმა, ჩინელმა პიანისტმა  იუჯა ვანგიმ კონცერტი გამართა. 32 წლის ვირტუოზმა, რომელსაც შესრულების იმდენად თავისებური ტექნიკა აქვს, რომ მეტსახელად „გოგონა მფრინავი თითებით“ შეარქვეს, ბეთჰოვენის, მოცარტის, რახმანინოვის, ბრამსის და შოსტაკოვიჩის ნაწარმოებები შეასრულა.

“ფინალი, რომელიც არ დაგვიგეგმავს”- ასეთი წარწერით აქვეყნებს წინანდლის ფესტივალის ფეისბუქგვერდი ჩინელი ვირტუოზის მიერ დასკვნით ღონისძიებაზე შესრულებული კონცერტის ვიდეოს.

ცნობისთვის, საქართველოს წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი 8 სექტემბერს დაიწყო და დღეს, 22 სექტემბერს დასრულდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები