LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაგვიანებული აბიტურიენტი და გულშემატკივრები – ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო (ვიდეო)

596

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 23 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინე აბულაძემ განაცხადა, შედეგების გამოქვეყნება 1-ლი აგვისტოდან დაიწყება.

წელს 41 ათასამდე აბიტურიენტია რეგისტრირებული. ქართული ენისა და ლიტერატურის პირველ სესიაზე რეგისტრირებული აბიტურიენტების 8% გამოცდაზე არ გამოცხადდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები