LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩემთვის ძალიან ემოციური ვიდეოა…ადგილობრივი უყვება, როგორ გაყიდა ეს სახლი რუსმა თუ ვიღაც ,,პატრონმა”, ჩემს სახლზეა საუბარი” – ვახო სანაია

5258

ჟურნალისტი ვახო სანაია ინტერნეტსივრცეში განთავსებულ კადრებს ავრცელებს, რომელიც გულრიფშშია გადაღებული. როგორც სანაია წერს, ჟურნალისტისა და ადგილობრივის დიალოგი სწორედ იმ სახლთან არის გადაღებული, რომელშიც 27 წელია არ ყოფილა.

“ჩემთვის ძალიან ემოციური ვიდეოა ❤ ინტერნეტში დაიდო ეს კადრები. ვიღაც პეტერბურგელმა ატვირთა. ასე ამბობს ვიდეოში – ფილმს ვიღებ და გულრიფშში ევტუშენკოს სახლს ვეძებო. ქუჩაში გამვლელს შეხვდება. დგანან ზუსტად ჩემი სახლის წინ. ჭიშკართან. დიალოგში ადგილობრივი უყვება, როგორ გაყიდა ეს სახლი რუსმა თუ ვიღაც ,,პატრონმა” და ეგეთ ამბებს. ჩემს სახლზეა საუბარი. 27 წელია, არ ვყოფილვარ. ცხაკაიას ქუჩაა ეს. აქ გავიზარდე, ამ ქუჩაზე, ამ ეზოში. პალმა რომ დგას, ისაა ჩემი სახლი. ეგ პალმა ჩვენ დავტოვეთ. ეს ღობე მწვანე იყო მაშინ. დიდი სახლის გვერდით პატარა სახლიც დგას, კადრებში არ ჩანს კარგად…”-წერს ვახო სანაია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები