“არასოდეს მინახავს ბორტგამცილებელს ასე დაეტყვევებინოს მგზავრები” – ასეთი სათაურით ვრცელდება ინტერნეტსივრცეში ვიდეო, რომელის მთავარი გმირიც ყველაზე მხიარული ბორტგამცილებელია.

საოცრად არტისტული და მხიარული  ბორტგამცილებელი მგზავრებს უსაფრთხოების შესახებ ინსტრუქციებს ძალიან სასაცილოდ უხსნის.

ის იღებს უცნაურ გამომეტყველებებს და აკეთებს პაროდიულ მოძრაობებს, საავარიო გასასვლელისკენ კი ცეკვის მოძრაობებით მიუთითებს მგზავრებს.

ბორტგამცლიბელის საოცარმა არტისტულობამ მალევე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება და ვიდეო ინტერნეტჰიტად იქცა.

ვიდეო გადაღებულია “westjet”-ის თვითმფრინავში, რომელიც არიზონადან კალგარიში მიფრინავდა.

 

ნინი ჩუბინიძე
ავტორი