LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ მეგონა, რომ ასე დამანგრევდა მისი წასვლა” – კახი კავსაძე გივი ბერიკაშვილს იხსენებს [ვიდეო]

3478

თოქ-შოუ პროფილის 10 ოქტომბრის გადაცემა გივი ბერიკაშვილის ხსოვნას მიეძღვნა. მსახიობთან ურთიერთობას იხსენებს მისი ბავშვობის მეგობარი და კოლეგა კახი კავსაძე.

“ჩვენ მეგობრები ვიყავით, როგორც კი მოვხვდი ინსტიტუტში გივი გავიცანი და მას შემდეგ სულ ერთად ვიყავით, მერე ჩვენმა შვილებმა გაიცნეს ერთმანეთი. გივი რომ გარდაიცვალა მართალი გითხრათ, ჩემთვის დაცარიელდა თითქოს სამყარო, ბერიკა აღარ იყო, ბერიკა. ნიჭიერი კაცი და უმაღლესი რანგის არტისტი იყო.როგორ გეკადრებათ, შემთხვევით ამ ქვეყნად არაფერი არ ხდება. ყველას უყვარდა, სამაგალითო კეთილშობილი კაცი იყო, როგორც მამა, როგორც კაცი, როგორც მსახიობი. ძმები ვიყავით მე და გივი და როცა წავიდა ამ ქვეყნიდან მე ძალიან დამაკლდა სულიერად….არ მეგონა, რომ ასე დამანგრევდა მისი წასვლა, ვფიქრობდი, რა ვუყოთ ახალ, წავიდა, მაგრამ არა, ძალიან მძიმედ გადავიტანე მისი წასვლა”,- აღნიშნა მსახიობმა.

მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი გივი ბერიკაშვილი 2017 წლის, 10 აპრილს 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. გივი ბერიკაშვილი საბურთალოზე, ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები