28 ივნისს, ქალბატონი თამარი მშობლებს ესაუბრა სასკოლო მზაობის შესახებ, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი ამა თუ იმ რთულ სიტუაციაში, როგორ გაუადვილოს შვილებს ადაპტაცია, რით შეგვიძლია დავეხმაროთ ბავშვებს მოზარდობის ასაკში და სხვა.

მშობლის ამოცანაა გაიგოს, რაც შეიძლება მეტი, აღნიშნული ასაკობრივი კატეგორიისთვის დამახასიათებელი თავისებურებების და მოზარდთან სწორი ურთიერთობის გზების შესახებ.

სხვადასხვა მოვლენის, ობიექტის მიმართ შიში ადამიანების დამახასიათებელი ნიშანია და მას ადაპტაციური ფუნქცია აქვს. ამ მხრივ, არც ბავშვები არიან გამონაკლისნი.