რუსთავის მერობის კანდიდატი ოპოზიციიდან აცხადებს, რომ გველესიანი რუსთავის მერიის დაქვემდებარებულ ერთ-ერთ ააიპ-ში მუშობდა, თუმცა ის ენმ-ის მხარდაჭერის გამო, სამსახურიდან რამდენიმე დღის წინ გამოუშვეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საქმეს იძიებენ სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

ერთ-ერთ მათგანს ბრალად ედება განზრახ მკვლელობა და განზრახ მკვლელობის მცდელობა, მეორეს კი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა.