გამოძიებამ დაადგინა, რომ გია გ. საქართველოს მოქალაქეს დაჰპირდა, რომ თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში, სარფის საბაჟო პუნქტის გავლით, თურქეთიდან საქართველოში არადეკლარირებული საქონლის მალულად შემოტანაში დაეხმარებოდა.

ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამოძახების გადავადებისათვის ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 700 ლარი

დაცვის მხარემ პროკურატურის მიერ წარდგენილი ფარული აუდიო ჩანაწერის დაუშვებლად ცნობა მოითხოვა, სადაც საქმეში დაზარალებული და ზუგდიდის მერიის ყოფილი მაღალჩინოსნები შესაძლო ქრთამის აღების ფაქტზე საუბრობენ.