უწყების განცხადების თანახმად, მოსამართლემ ბრალდების მხარის მტკიცებულებები "სრულად გაიზიარა", თუმცა დანაშაულის სამართლებრივ კვალიფიკაციას არ დაეთანხმა და ამის გამო, ბრალდებულთა ქმედება თაღლითობის მუხლით დააკვალიფიცირა.

პროკურატურა დარწმუნებულია, რომ განაჩენი გამამტყუნებელი იქნება, დაცვის მხარე კი ერთადერთ ობიექტურ გადაწყვეტილებად გამამართლებელ განაჩენს თვლის.