ამერიკელი სენატორი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ჯიმ რიში "ქართლი ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ჩვენ ამის შესახებ არაერთი დისკუსია გვქონდა. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მთავრობასთან ამ საკითხების განსახილველად ვიმუშავებთ,“- განაცხადა ჯიმ რიშმა სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე.

რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს სენატის მხარდაჭერას საქართველოს, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს ევროატლანტიკურ საზოგადოებაში გაწევრიანების მისწრაფებების მიმართ