ინსაიდერი

ყოველ ოთხშაბათს 14 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ რადიო “ფორტუნას” პირდაპირ ეთერში გადაცემა”ინსაიდერის”დროა, სადაც მოისმინეთ, თუ რა სიახლეებია სკოლამდელ, ზოგად, უმაღლეს და პროფესიულ განათლებაში. პირველებს გეცოდინებათ გამოცდების შესახებ ასევე, როგორ დავარეგისტრიროთ შვილი სასურველ ბაღში, სკოლასა და როგორ დავრეგისტრირდეთ თავად სასურველ პროგრამებზე. გვისმინეთ და გაიგეთ, როგორ ავირჩიოთ პროფესია და როგორ მივიღოთ სასურველი განათლება.

გასული გადაცემები

11.07.2019 Listen now

სად გაქვთ სამმაგი დიპლომის აღების შანსი - ილიაუნის ვიცე- რექტორი გადაცემაში “ინსაიდერი“

2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 4641 აბიტურიენტებს სურს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარება, აქ კი ჯამში 3723 ადგილია თავისუფალი.

04.07.2019 Listen now

როგორ და რატომ უნდა აირჩიოს აბიტურიენტმა უნივერსიტეტი - თსუ-ის რექტორი გადაცემაში „ინსაიდერი“

აბიტურიენტებს მოსაფიქრებლად და არჩევანის შესაცვლელად დრო მას შემდეგაც აქვთ, რაც ყველა გამოცდაზე გავლენ და ქულებს გაიგებენ.

27.06.2019 Listen now

რა უნდა ვიცოდეთ ეროვნულ გამოცდებზე- Naec-ის წარმომადგენლები გადაცემაში „ინსაიდერი“

მინდა ვურჩიო ჩვენს ახალგაზრდებს, შეცვალონ მხოლოდ ის ფორმები, ის კონსტრუქციები და ის ლექსიკური ერთეულები, სადაც დარწმუნებული არიან რომ ნამდვილად არის შეცდომა და არის სტილისტიკური ხარვეზი.

19.06.2019 Listen now

მიმეგობრეთ! მარტო ვარ სკოლაში - რას გულისხმობს ახალი პროექტი ბულინგის წინააღმდეგ - ელენე სიჭინავა გადაცემაში „ინსაიდერი“

ორგანიზაცია "ილიასმა", მულტიდისციპლინური ჯგუფის დახმარებით 13 პუნქტიანი რეკომენდაცია შეიმუშავა.

13.06.2019 Listen now

რატომ უნდა ჩააბაროს ადამიანმა პროფესიულ სასწავლებელში - ირინა წეროძე გადაცემაში „ინსაიდერი“

დღეს შრომის ბაზარი სწორედ პროფესიული განათლების კვალიფიკაციებს ითხოვს.

30.05.2019 Listen now

რა უფლებები და ვალდებულებები აქვს სკოლას, მოსწავლეს, მასწავლებელსა და მშობელს - თაია მახარაშვილი გადაცემაში „ინსაიდერი“

დამირგებლების ნაწილი ნამდვილად არ ესაუბრება ამის შესახებ მშობლებს, მეორე კი შეიძლება ესაუბრებიან, მაგრამ მშობლების ნაწილი არის პასიური

22.05.2019 Listen now

პრაქტიკოს პედაგოგებს წელს კომპეტენციის დასადასტურებლად ბოლო შანსი აქვთ - მაია ინასარიძე გადაცემაში "ინსაიდერი"

2020 წლიდან განათლების სისტემაში მასწავლებელთა პროფესიული რეგულირების ახალი წესები ამუშავებდა.