ბიზნესკურიერი

ყოველ სამუშაო დღეს გადაცემა „ბიზნესკურიერში“ მთავარ ეკონომიკურ თემებზე ექსპერტულ მოსაზრებებსა და ანალიტიკოსების შეფასებებს მოისმენთ. მხოლოდ „ბიზნესკურიერიდან“ მიიღებთ ინფორმაციას, სად და როგორ შეგიძლიათ დასაქმდეთ, რა პოზიციებზე ცხადდება ვაკანსიები, როგორი სადაზღვევო სისტემა გვაქვს ქვეყანაში და რა უნდა იცოდეთ, სანამ კომპანიის მომსახურებით ისარგებლებთ. „ბიზნესკურიერში“ მოისმენთ ექსპერტულ მიმოხილვას უძრავი ქონების ბაზართან დაკავშირებით, სად რა ღირს ერთი კვადრატული მეტრი ფართი, რა უნდა იცოდეთ, იმისთვის რომ უძრავი ქონება ხელსაყრელი პირობებით შეიძინოთ, რა ხდება სამომხმარებლო ბაზარზე, სად იყიდით ყველაზე იაფად პირველადი მოხმარების პროდუქტებს, ანალიტიკოსები მსოფლიო საფინანსო ბაზრებზე მიმდინარე მთავარ თემებზე ექსპერტულ ანალიზს აქ, „ბიზნესკურიერში“ წარმოადგენენ. ყველა მთავარ მოვლენას, რაც ქვეყნისა და მსოფლიო ეკონომიკაში ხდება, რაც თქვენს ცხოვრებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, ყოველდღე 12:30 საათზე „ბიზნესკურიერში“ მაია მამულაშვილი ექსპერტებთან ერთად შეაჯამებს.

გასული გადაცემები

09.07.2019
02.07.2019

ახალი პროდუქტი ბანკებისგან - იპოთეკური სესხების გაცემა მარტივდება

იპოთეკური სესხის აღებისას შემოსავლები მკაცრად აღარ გაკონტროლდება

26.06.2019

ქართული ბიზნესი ინვესტიციების მოლოდინში - "ბიას" ბიზნესფორუმის შედეგები

რა საკითხებზე ისაუბრეს ქართველმა ბიზნესმენებმა უცხოელ პარტნიორებთან შეხვედრაზე

18.06.2019

ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ფინანსთა მინისტრის შენიშვნას პასუხობს

არ ვთვლი, რომ ბიზნესომბუდსმენის აპარატმა დააკლო ძალისხმევა

12.06.2019
29.05.2019 Listen now

რატომ არ იწყებენ მეწამეები ბიზნესს რეგიონებში

რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის

22.05.2019