7 რჩევა ფსიქოლოგისგან

შეცდომები, რომელიც ბავშვის აღზრდისას არ უნდა დავუშვათ, როგორ დავაღწიოთ თავი დეპრესიას, რა არის ნევროზი და როგორ ვუმკურნალოთ ნერვულ აშლილობას; შესაძლებელია თუ არა, ნარკოდამოკიდებულებისგან თავის დახსნა და რა გავაკეთოთ, რომ უფრო მეტი პოზიტივით დავიმუხტოთ – „ფორტუნა“ და საქართველოში ყველაზე კომპეტენტური ფსიქოლოგები ყოველ შაბათს, 15:00 საათზე სიმშვიდისთვის რჩევას მოგცემენ. 7 რჩევა ფსიქოლოგისგან – მარტა ქარუმიძესთან ერთად.

გასული გადაცემები

26.08.2020

როგორ დავაბალანსოთ ურთიერთობები პოზიტიური ფსიქოთერაპიით - 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

როგორ დავაბალანსოთ ურთიერთობები პოზიტიური ფსიქოთერაპიის მოდელით - ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ პოზიტიურმა ფსიქოკონსულტანტმა მაკო ჯაოშვილმა ისაუბრა.

18.08.2020 Listen now

მშობლები შვილის აღზრდის საკითხში უნდა თანხმდებოდნენ, განსაკუთრებით, როცა ეს აკრძალვას ეხება - 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

აღზრდის დროს საყრდენი ბავშვს უნდა ვაპოვნინოთ საკუთარ თავში, მას ეს ძალიან ბევრი აქვს. მაგ: ჩამოვუყალიბოთ მას დადებითი დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ, რომ ის არის კეთილი, გონიერი, ვასწავლოთ სიყვარული, პატიება, ბოდიშის მოხდა, ბარიერების გადალახვა.