LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუზუმბო რეზორტი და სპა – პანდემიის დროს გახსნილი სასტუმრო შიდა ტურიზმის განვითარებაზე ზრუნავს

7
166919177-530964471630751-1550233568753091980-n

თელავში, პანდემიის დროს გახსნილი სასტუმრო “ზუზუმბო რეზორტი და სპა” აქტიურად ოპერირებს ბაზარზე და ქვეყანაში ტურიზმის მათ შორის შიდა ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს.

ბიზნესნიუსის სტუმარია:  სასტუმრო ზუზუმბო რეზორტი და სპას გენერალური მენეჯერი, მაკო რატიანი

მაკო რატიანის განცხადებით, თელავის ისტორიულ უბანში სასტუმრო „ზუზუმბო რეზორტი და სპა“ 2020 წლის აგვისტოსდან ფუნქციონირებს და პანდემიური წლის გათვალისწინებით მრავალ გამოწვევასთან უწევს გამკლავება.

“ზუზუმბო რეზორტი და სპა” 30 მილიონიანი ინვესტიციით აშენდა და 20 000 კვადრატულ მეტრამდე სივრცეს აერთიანებს. მიმდებარედ გაშენებულია 6 ჰექტრამდე ფიჭვნარის ტყე.

კომპლექსი აერთიანებს აუზებს, გასართობ ცენტრებს, სხვადასხვა ტიპის რესტორანს, სასტუმროს მთავარ კორპუსის გარდა კომპლესი მოიცავს ფიჭვნარში განთავსებულ 9 კოტეჯს.

სასტუმროში განთავსებულია, როგორც სტანდარტული, ასევე ლუქსის ტიპის ნომრები, მაკო რატიანის თქმით, განსაკუთრებით იზრუნეს ახალდაქორწინებულებზე და სპეციალურად მათთვის განკუთვნილია 2  ნომერი  – „ზუზუმბო რეზორტი და სპა“ ჯამში 65 ნომერს აერთიანებს, რომელიც 200 ვიზიტორზეა გათვლილი – ნომრები ადაპტირებულია და მორგებული შშმ ვიზიტორების ინტერესებზეც. ამ ეტაპზე, დამსვენებლთა უმრავლესობას ქართველები წარმოადგენენ, თუმცა, მზარდია ინტერესი უცხოელი ტურისტების მხრიდანაც.

მაკო რატიანი ამბობს, რომ მათთვის ადგილობირვი მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობა ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო და დღეს, 60-მდე თანამშრომელს აერთიანებს.

სასტუმროს გენერალური მენეჯერის განცახდებით, ბაზარზე არსებული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და რეგიონში კონკურენციის გასაწევად დამსვენებელს მრავალფეროვან მასზე მორგებულ სხავდასხვა სერვისსა და აქტივობას სთავაზობენ. ტრადიციული ტურების გარდა „ზუზუმბო რეზორტი და სპა“ საკუთარ დამსვენებელს ვერტფრენის ტურსაც სთავაზობს თუშეთში.

პანდემიის დროს გახსნილი სასტუმროს გამოწვევების, მოლოდინების, პროგნოზებისა და ბიზნესის განვითარების სამომავლო ხედვბის შესახებ ინტერვიუს  „ზუზუმბო რეზორტი და სპას“ გენერალურმა მენეჯერთან, მოისმენთ „ბიზნესიუსის“ პოდკასტით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები