LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე ხშირად დასმული კითხვები დიოდურ ეპილაციაზე – სილამაზის აკადემია

66
maiafarjiani726

გადაცემის ლაივი LIVE

ყველაზე ხშირად დასმული კითხვები დიოდურ ეპილაციაზე – გადაცემის „სილამაზის აკადემიის“ სტუმარია „ესთეტიკ პალასის“ ლაზეროთერაპევტი მაია ფარჯიანი.

რა არის დიოდური ეპილაცია?
დიოდური ლაზერი – ეს არის მონოქრომატული სინათლის სხივი, რომლის ტალღის სიგრძე 810 ნმ-ია. პროცედურის მსვლელობისას ის შთაინთქმება თმის ღერის მიერ, თმის ფოლეკულა სუსტდება და თმა ცვივა. ის ეფექტურია, როგორც მუქ, ასევე ღია ფერის თმაზე. ადამიანის კანი შეიცავს პიგმენტ მელანინს, რომელიც განსაზღვრავს კანისა და თმის ფერს, ანუ მასზეა დამოკიდებული კანის სიმუქე.

როდის იწყება თმის ცვენა?

დიოდური ლაზერის სხივით ხდება თმის ფოლეკულამდე ჩაღწევა და ფოლეკულის განადგურება – ანუ თერმოლიზი. თმა ხდება სიცოცხლისუუნარო და 10-14 დღის შემდეგ ცვივა. დიოდური ეპილაციით სარგებლობა გოგონებისთვის მიზანშეწონილია ციკლის დაწყებიდან 1 წლის შემდეგ, ექიმის კონსულტაციის შესაბამისად.

აქვს თუ არა უკუჩვენება?

მიუხედავად მისი ეფექტურობისა, მას გააჩნია უკუჩვენებებიც, რომლებიც აუცილებელია გავითვალისწინოთ, სანამ გადავწყვეტთ ლაზერით სარგებლობას. ლაზერით ეპილაცია დაუშვებელია: ონკოლოგიური პაციენტებისთვის, ჰორმონალური დარღვევის მქონე პირებისთვის, კანის ინფექციის დროს, გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიის შემთხვევაში, შაქრიანი დიაბეტის დროს, ჰიპერტონიის დროს, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, ეპილეპსიით დაავადებული ადამიანებისთვის. არ არის რეკომენდებული დიოდური ეპილაციის ჩატარება გარკვეული მედიკამენტების მიღების პარალელურად. ესენია: ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, ანტიდეპრესანტები და შარდმდენები. ამ მედიკამენტების გამოყენების დროს კანი სინათლის სხივის მიმართ მეტად მგრძნობიარეა და შესაბამისად შეიძლება მოხდეს კანის პიგმენტაცია ან დამწვრობა.

რა ინტერვალით კეთდება დიოდური ეპილაცია?

დიოდური ეპილაციის დროს ხდება ანაგენის ფაზაში მყოფ თმის ძირზე ზემოქმედება, ხოლო ზრდის სრული ციკლის ხანგრძლივობა სხეულის სხვადასხვა ზონაზე განსხვავებულია, ამიტომ არასასურველი თმის მოსაცილებლად 3-6 კვირიანი ინტერვალით 8-10 პროცედურის ჩატარებაა მიზანშეწოლილი. ინტერვალის დაცვას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან თმის განსაზღვრული ზონა შესაბამის ფაზაში დაზიანდეს და მკურნალობა უფრო ეფექტური იყოს.

რა იწვევს ჭარბთმიანობას?

ჭარბთმიანობის გამომწვევი მიზეზები სხვადასხვაგვარია: მამაკაცური ჰორმონის – ტესტოსტერონის არსებობა, პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომი, თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგია, მედიკამენტები და სხვა. განმაპირობებელი ფაქტორებია ეთნიკური წარმოშობა, სიმსუქნე, სტრესი, ოჯახური ისტორია. ჭარბთმიანობის მკურნალობა ხდება ჰორმონალური კვლევის საფუძველზე. ძირითადად მამაკაცის ჰორმონის დონის განსაზღვრით. პრევენცია შეუძლებელია, თუმცა წონის დაკლება უზრუნველყოფს პრობლემის შემსუბუქებას.

რამდენად უსაფრთხოა რუჯი ეპილაციის წინ და შემდგომ?

თუ დავიცავთ რეკომენდაციებს, რა თქმა უნდა შესაძლებელია ლამაზი რუჯითაც მოვიწონოთ თავი და არასასურველი თმისგანაც განვთავისუფლდეთ, აუცილებელია პროცედურამდე 4-5 დღით ადრე შევწყვიტოთ რუჯის მიღება და პროცედურის შემდგომაც 3-4 დღის შემდეგ გავირუჯოთ. პროცედურა ტარდება უმტკივნეულოდ. ძლიერი გაგრილებით აღჭურვილი ჩვენი აპარატი, იმდენად კომფორტულია, რომ ჩვენი მომხმარებლები ხშირად მას ,,სარელაქსაციო მასაჟთანაც აიგივებს. ის მოქმედებს როგორც მუქ და ღია ფერის თმაზე, ასევე ნეოდიუმის საშუალებით ირღვევა თმის მკვებავი სისხლძარღვების ფუნქციონირება. დიოდური ლაზერით პროცედურის ჩატარებამდე საეპილაციო ზონა უნდა გაიპარსოს 3-4 სთ-ით ადრე. პროცედურის დასრულების შემდეგ არ არის რეკომენდებული შხაპის მიღება 4-5 სთ-ის განმავლობაში. ასევე უნდა მოვერიდოთ მზის აქტიურ სხივებს 3-4 დღე, რადგან გარუჯვამ რიგ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს კანის პიგმენტაცია ან დამწვრობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები