LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყოველთვის პატარა ბავშვივით უხაროდა გიოს ახალი წლის დადგომა” – ზუკა ხუციშვილი

4
zuka-xucishvili-art-fm-show-19

24 დეკემბერს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ მომღერალი ზუკა ხუციშვილი სტუმრობდა, რომელმაც საყვარელ დღესწაულზე, ოჯახურ ტრადიციებზე ისაუბრა და საკუთარი სიმღერებით შეუქმნა მსმენელს წინა საახალწლო განწყობა.

– ზუკა, როგორ აღნიშნავს თქვენი ოჯახი ახალ წელს?

– ძალიან ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე, ამიტომ ახალ წელსაც ყველა „წესს“ ვიცათ. ერთად ვიკრიბებით, სიმბოლურ საჩუქრებს ვჩუქნით და ყოველთვის კარგი განწყობით ვხვდებით ბედობას. მართალია, ბანალურად ჟღერს, მაგრამ ვფიქრობ, როგორც ბედობას შეხვდები, ზუსტად ისე გაატარებ მთელ წელს.

– ეხმარებით თუ არა მეუღლეს დღესასწაულისთვის მზადებისას?

– საბედნიეროდ, ჩემი მეუღლე ჩემი საუკეთესო მეგობარიცაა, ერთ კლასში ვსწავლობდით, მერე კი, დაქორწინება გადავწყვიტეთ. ყველაფერს ერთად ვაკეთებთ და რა თქმა უნდა, ახალი წლისთვისაც ერთად ვემზადებით. ძალიან მიყვარს ნაძვის ხის მორთვა, მამასაც უყვარდა, ყოველთვის თვითონ რთავდა, ჩვენ კი, მხოლოდ იმ შემთხვევაში გვაძლევდა მიხმარების უფლებას, თუ მის გემოვნებას, ყველა მითითებას შევასრულებდით. ყოველთვის პატარა ბავშვივით უხაროდა გიოს ახალი წლის დადგომა, ძალიან უყვარდა საჩუქრები და სიამოვნებდა ყურადღება. მახსოვს, რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთი კომპანიიდან დაგვირეკეს და წინასწარ შეგვატყობინეს, რომ საჩუქარს გვიგზავნიდნენ. მთელი დღე მოუსვენრობდა მამა, ერთი სული ჰქონდა როდის მიიღებდა სიურპრიზს, საღამოს კი, ვეღარ მოითმინა და ძალიან ბავშვურად, ჩვეული გულწრფელობით გვთხოვა, დარეკეთ, გაიგეთ, სად არიან ამდენ ხანსო.

– რამდენად მეგობრული ურთიერთობა გაქვთ დედასთან?

– რა თქმა უნდა, ვმეგობრობთ. ბავშვობაშიც არასდროს მაღიზიანებდა მისი რჩევები, რადგან ყოველთვის ვაფასებდი და დიდ პატივს ვცემდი. ბედის მადლიერი ვარ, რომ ბრწყინვალე მამა მყავდა, არაჩვეულებრივი დედა მყავს და ყოველთვი ფანტასტიკური ურთიერთობა გვქონდა. ძალიან რთულია იყო გიო ხუციშვილის შვილი და ბედნიერი ვიქნები, თუ იმის ნახევარს მაინც შევძლებ, რაც მამამ გააკეთა.

– ხშირად აბრაზებდით მშობლებს?

– მხოლოდ ერთხელ გავაბრაზე დედა, როცა ტყავის სავარძელს ღილები დავაცალე და კუთხეში მომიწია დადგომა. მართალია, გიო მკაცრი მამა იყო, მაგრამ კონფლიქტი არასდროს მოგვსვლია.

– რით ჰგავხათ და-ძმა ერთმანეთს?

– უცნაურია, ჩვენ განვსხვავდებით, მაგრამ ყველა ძალიან ვგავართ მამას. ელენეს მისი ხასიათი აქვს, ნოდარიკო გარეგნობით ჰგავს, მე კი, მისი ენერგეტიკა მერგო მემკვიდრეობად.

– პირველად როდის იგრძენით, რომ გაიზარდეთ?

– ნამდვილად არ მახსოვს. ბევრისთვის ჯერ კიდევ ბავშვი ვარ, ძალიან უჭირთ დაჯერება, რომ გავიზარდე და ზუსტად ისეთივე დამოკიდებულება აქვთ, როგორც ბავშვობაში.

– წელს სად ხვდებით ახალ წელს?

– 31 დეკემბერს მე და ლელა წურწუმია განახლებულ „შერატონში“ გავმართავთ კონცერტს  ძალიან საინტერესო პროგრამით, რადგან ძველ და ახალ სიმღერებთან ერთად, ცნობილ ჰიტებს, საახალწლო კომპოზიციებს და უამრავი სიურპრიოზს შევთავაზებთ მსმენელს.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები