LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ყოველთვის აღმაფრთოვანებდა ნიკოლოზის ნიჭი, თუმცა ახალი კომპოზიცია მართლაც უნიკალური გამოვიდა” – მარიო სტეფანო პიეტროდარკი ,,არტ-FM”-ში

3
96931167-676325179876402-2771307543002087424-n

გადაცემის ლაივი LIVE

13 მაისს რადიო ,,ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას ,,არტ-FM” იტალიელი ბენდეონისტი მარიო სტეფანო პიეტროდარკი სტუმრობდა ახალი კომპოზიციით, რომელიც ნიკოლოზ რაჭველთან თანამშრომლობით შეიქმნა.

– მარიო, აქტიურ ცხოვრებას ჩვეული, თვითიზოლაციაში როგორ გრძნობთ თავს?

– სეზონი იანვრის თვეში გავხსენი ჩინეთში მოწყობილი კონცერტით და პირველად სწორედ იქ გავიგე კორონავირუსის შესახებ, თუმცა არ მეგონა ასეთი სახიფათო თუ იყო და რამდენიმე კონცერტი კიდევ გავმართე. ბოლო გამოსვლა ლონდონში მქონდა, მერე კი, იტალიაში დავბრუნდი და კარანტინი ნათესავებთან, ოჯახის წევრებთან ერთად გავატარე, რამაც ძალიან გამახარა, რადგან იშვიათად მაქვს მათთან ურთიერთობის საშუალება. რა თქმა უნდა, რთული აღმოჩნდა თვითიზოლაცია, მაგრამ მაინც საინტერესოდ გავატარე, ბევრს ვმუშაობდი, ვმეცადინეობდი და ვცდილობდი მაქსიმალურად სასარგებლოდ გამომეყენებინა თავისუფალი დრო.

– რას გააკეთებთ კარანტინის დასრულებისთანავე?

– პირველ რიგში საყვარელი ავტომობილით გავისეირნებ, მერე კი, მონატრებულ ადამიანებს შევხვდები, ვისთან ურთიერთობა ძალიან დამაკლდა.

– როგორ შეიქმნა ახალი კომპოზიცია?

– კორონავირუსის გავრცელებამ, განსაკუთრებული ზარალი იტალიას და იტალიელებს მოუტანა. ყველა მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდით. სწორედ მაშინ დამიკავშირდა ნიკოლოზ რაჭველი და განსაკუთრებული კომპოზიციის შექმნა შემომთავაზა, რამდენიმე დღეში კი, ჩანაწერიც გამომიგზავნა. ყოველთვის აღმაფრთოვანებდა ნიკოლოზის ნიჭი, თუმცა ახალი კომპოზიცია მართლაც უნიკალური გამოვიდა.

– რთულია სამომავლო გეგმებზე საუბარი, მაგრამ როდის ვარაუდიბთ საკონცერტო პროგრამის აღდგენას?

– მართალია, თბილისიდან და ბათუმიდან მივიღე მიწვევა, მაგრამ სამწუხაროდ სექტემბრამდე ყველა კონცერტი გაუქმდა. იმედი მაქვს მსოფლიო მალე დაუბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს და ჩვენც აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს.

https://www.facebook.com/conceptart.ge/videos/254486215750012

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები