LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“წონაში კლების შემდეგ სხეულის დაჭიმვაა საჭირო” – სილამაზის აკადემია

10
silamazis-akademia

გადაცემის ლაივი LIVE

როდის დაგჭირდებათ გახდომის შემდგომი ქირურგია – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში “სილამაზის აკადემია” პლასტიკურმა ქირურგმა ალექსანდრე კუზანოვმა ისაუბრა.

როდის ხდება ქირირუგიული ჩარევა?

როდესაც პაციენტი იკლებს 20 კილოდან ზევით, ამ დროს საჭირო ხდება ამ ტიპის ქირურგიული ოპერაცის ჩატარება. როცა პაციენტი წონაში მატულობს, კანი იწელება, გახდომის შემდგომ კანი ჩამოწელილია და შესაბამისაც, მოითხოვს ამ პროცედურის აუცილებლობას. პაციენტების 90% კუჭის ოპერაციის დაპატარავებით იკლებს  წონაში, დაახლოებით 10 % -ი კი დიეტით.

ქირურგიული ჩარევის შედეგად იცვლება გარეგნობაც…

დიახ ასეა. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც იყო 150 კგ და გახდა 60. თუ ის არის 40 წლამდე, ასეთ დროს სახის ელასტიურობა ჯდება, მაგრამ  სხეულზე აქვს ჩამოწელილი მუცლის არე, ბარძაყები, მკერდი, რომელსაც სჭირდება ლიფტინგი. სახეს, დაკლების შემდგომ, დაჭიმვა სჭირდება ძირითადად 50 წელს გადაცილებულ პაციენტებს, რადგან ამ დროს ხდება სახის კანისა და კისრის დაშვება.

ოპერაციას პროცეურა სჭირდება?

ბოდი ლიფტინგი შეიძლება გაკეთდეს ორი ბრიგადით, ამის საშუალებით დროში ვიგებთ და ოპერაცია 4-დან 5 საათამდე გრძელდება. ერთმა ქირურგმა რომ გააკეთოს ეს ოპერაცია, თითქმის 10 საათი დასჭირდება. ოპერაცია კეთდება ნარკოზით.

შედეგი როდის ჩანს?

მეორე დილას, როცა პაციენტი დგება ფეხზე და იხედება სარკეში, ხედავს შედეგს. როგორც ნებისმიერ ოპერაციას, შეიძლება მოხდეს გართულება, მაგალითად, ეს არის გემატომის, ნაწიბურის ჩამოყალიბება. ნაწიბურების გაწოვა დამოკიდებულია ორგანიზმზე, ერთ წელიწადში რჩევა მხოლოდ წვრილი ხაზი.

ოპერაციის ღირებულება რა არის?

ფასი მერყეობს, ეს საკმაოდ ხარჯიანი ოპერაციაა, გააჩნია რა ზონები კეთდება. სრული ბოდი ლიფლინგი შესაძლოა 20 000 ლარამდე დაჯდეს.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები