LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წარმატების მთავარი ფორმულა – საკუთარ წარმატებაზე ნაკლები ფიქრია” – გიორგი გოგლიძე

35
giorgi-gogoladze-show

გადაცემის ლაივი LIVE

10 თებერვალს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანიის „ბენე ჯგუფის“ გენერალური დირექტორი გიორგი გოგლიძე სტუმრობდა, რომელმაც კომპანიის საქმიანობასა და სამომავლო გემებზე ისაუბრა.

საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია ბენე ჯგუფი”, რომელიც ყოველთვის ინდივიდუალური მიდგომითა და მომხმარებელთან მჭიდრო თანამშრომლობით ხასიათდება, ექსკლუზიურ ლოჯისტიკურ მომსახურეობას სთავაზობს ნებისმიერ მსურველს.

– ბატონო გიორგი, რამდენიმე დღის წინ მასშტაბური ღონისძიება გამართეთ დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციაცისათან თანამშრომლობით, სადაც ეკონომიკისთვის მეტად მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდა. რა იყო ფორუმის მთავარი მიზანი?

– ფორუმის მთავარი მიზანი იმ ცვლილებების განხორციელებაა, რომელიც საქართველოში ლოჯისტიკის განვითარებისთვისაა აუცილებელი. მართალია, კომპანიები მეტ-ნაკლებად ახერხებენ გამოწვევების დაძლევას, მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ თანამედროვე ქართული ლოჯისტიკა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ვფიქრობ, ჩვენი წინსვლისთვის  სადისტრიბუციო კომპნაიების გაერთიანებაა საჭირო, რაც სწორედ მსგავსი ფორუმების, ახალი იდეების ურთიერთგაცვლით შეიძლება. უამრავი მსხვილი კომპანიის ხელმძღვანელი სტუმრობდა ჩვენს ღონისძიებას, რომელთაც ყოველდღიურ რეჟიმში უწევთ გადაწყვეტილებების მიღება და სწორედ მათი საქმიანობა,  ოპერატიულობა, განსაზღვრავს ამინდს ქართულ ბიზნესში.

– როდის დაარსდა ,,ბენე ჯგუფი” და განვითარების რამდენად რთული გზა გაიარა?

– ბენე ჯგუფი 2013 წელს დაარსდა და ბევრი სხვა მიმართულების პარალელურად,  საქმიანობის ძირითად სფეროდ მაინც ლოჯისტიკური მომსახურეობა აირჩია. დღეს „ბენე ჯგუფი“ რამდენიმე მსხვილ საერთაშორისო და ადგილობრივ კომპანიასთან თანამშრომლობს, ვისგანაც უზარმაზარი გამოცდილება შევიძინეთ და გარკვეულწილად მათაც უნდა ვუმადლოდეთ ჩვენს წარმატებას.

– რას წარმოადგენს ბენე ჯგუფი პირადად თქვენთვის?

– ჩემთვის კომპანია ისეთივე ძვირფასია, როგორც ოჯახი და ძალიან მიხარია, რომ „ბენე ჯგუფის“ თანამშრომლებსაც ანალოგიური დამოკიდებულება აქვთ.

– რამდენადაც ვიცი განათლებით ექიმი ბრძანდებით. როგორ მოხვდით მედიცინიდან ბიზნესში?

– მედიცინა მხოლოდ მშობლების რჩევით ავირჩიე, თორემ თვითონ ნაკლებად მიზიდავდა.  მართალია, კარგად ვსწავლობდი, მაგრამ უფრო აუცილებლობით, ვიდრე სურვილით, ამიტომ, მათ მივანდე ექიმობა, ვისაც ჩემზე მეტად უყვარდა და ბევრად უკეთ გამოსდიოდა, მე კი, იმ საქმეს მოვკიდე ხელი, რომელიც დღესაც სიამოვნებით ვაკეთებ.

– ბავშვობაში რა პროფესიის არჩევას ნატრობდით?

– როგორც ყველა ბავშვი, მეც კოსმონავტობას ვნატრობდი.

– სამომავლოდ რა გეგმები აქვს „ბენე ჯგუფს“?

– კომპანიის მთავარი მიზანი მომხმარებლის ნდობის, პატივისცემის მოპოვებაა. უამრავი სერვისი, მათ შორის ბენე ექსკლუზივის, აეროპორტის ტაქსის მომსახურეობა გავავითარეთ, რითაც სიამოვნებით სარგებლობს მოსახლეობა. უამრავი უცხოური კომპანია საქმიანობდა საქართველოში, ამიტომ გაგვიჩნდა სურვილი  დაგვემტკიცებინა, რომ ქართველებსაც შეგვიძლია საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილება, რაც ვფიქრობ წარმატებით შევძელით.

– რამდენადაც ვიცი, „ბენე ჯგუფი“ მამაკაცებისთვის სამოსს, კერძოდ კი, პიჯაკებს კერავს…

– საკუთარი აღნაგობიდან გამომდინარე, ყოველთვის ძალიან მიჭირდა დიდი ზომის პიჯაკის შეძენა, ამიტომ ექსკლუზიური სამოსის შეკერვაზე დავიწყეთ ფიქრი. არაჩვეულებრივი დიზაინერი მოვიძიე ძალიან საინტერესო იდეებით და სულ რაღაც ორ საათში გადავწყვიტე მასთან თანამშრომლობა. დღეს მისი კომპანია საზღვარგარეთ საქმიანობს, ჩვენ კი, უმაღლესი ხარისხის ქსოვილს ვიძენთ მისგან, თუმცა მოდელებს საქართველოში ვკერავთ და  ინდივიდუალურად ვემსახურებით ყველა კლიენტს.

– რა მთვარი პრინციპით არჩევთ თანამშრომლებს?

– აქამდე ყველა გასაუბრებას პირადად ვატარებდი, თუმცა ცოტა ხნის წინ სხვას გადავაბარე მეტად საპასუხისმგებლო მისია. თანამშრომლის შერჩევისას, ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ მის აღზრდას და ადამიანურ თვისებებს, რადგან მთავარია ადამიანი იყოს დადებითი, ჰქონდეს მოტივაცია და ენთუზიაზმი, თორემ სწავლება ყველაფრის შეიძლება. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კოლექტივს, კორპორატიულ კულტურას, თუმცა ჩვენ მსგავსი პირობითობა ბევრად გავამარტივეთ, რადგან ვთვლი, რომ სამსახური არა ვალდებულება, არამედ ურთიერთპატივისცემით გამსჭვალული ადამიანების ერთობაა, რომლებიც კამათობენ, აზრს უზიარებენ ერთმანეთს თუმცა, ყოველთვის სიამოვნებით ასრულებენ  სამუშაოს.

– სამაგიდო წიგნი თუ გაქვთ, რომელიც ბიზნესის წარმოაბაში გეხმარებათ?

– ვფიქრობ, ყველაზე სასარგებლო ლიტერატურა ბიზნესმენითვის წარმატებული ადამიანების ბიოგრაფიების შესწავლაა.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– ყველა გადაწყვეტილებას სწრაფად ვიღებ. მართალია, არც შეცდომებისგან ვარ დაზღვეული, მაგრამ ოპერატიულობა მაინც აუცილებელია.

ბლიცკიტვები:

– „ბენე ჯგუფის“ სლოგანი?

– „ლიდერები გვირჩევენ ჩვენ!“

– რას ნიშნავს თქვენთვის ჯანსაღი ცხოვრება?

– ჩემთვის ჯანსაღი ცხოვრება – ბედნიერებაა.

– ჩაცმის რა სტილს ანიჭებთ უპირატესობას?

– ძალიან მიყვარს სპორტული სამოსი.

– გაქვთ თუ არა აქსესუარი, რომლის გარეშე არასდროს ტოვებთ სახლს?

– ხის ჯვარი მაქვს, რომელსაც ყოველთვის თან ვატარებ.

– რა პროფესიას შეითავსებდით ბიზნესის პარალელურად?

– ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს ბიზნესში, რადგან არ მიყვარს რუტინა. ნებისმიერ პროფესიას სკრუპულოზური მიდგომა, მუდმივი კონცენტრირება სჭირდება, მე კი, თავისუფალი, სპონტანური ადამიანი ვარ მუდმივად ახალი იდეებით და სწორედ ამიტომ ვთქვი უარი მედიცინაზე.

– როგორია თქვენი წარმატების ფორმულა?

– წარმატების მთავარი ფორმულა – საკუთარ წარმატებაზე ნაკლები ფიქრია, რადგან სწორედ მაშინ იწყება პრობლემები, როცა ადამიანი მიღწეულით კმაყოფილდება და უარს ამბობს განვითარებაზე.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები