LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არიან ინფლუენსერები – FM ქოუჩი

8
68605249-464349644400209-1424240812102778880-n

პროფესია “ინფლუენსერმა” სულ ცოტა ხნის წინ დიდი პოპულარობა მოიპოვა და საქარველოშიც მას ბევრი მიმდევარი გამოუჩნდა. ვინ არიან ინფლუენსერები და როგორ უნდა გახდე მოთხოვნადი ინფლუენსერი – ამ საკითხზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში “FM ქოუჩი” პიარ სპეციალისტმა ნინა პერტენავამ ისაუბრა.

ვინ არიან ინფლუენსერები?

influencer ნიშნავს გავლენას, გავლენა ყველაზე მეტად ფასობს დღეს. ბრენდებს სჭირდებათ გავლენიანი ადამიანების რეკომენდაციები, ცნობადობის შექმნა და გაყიდვების სტიმულირება. სწორედ ინფლუენსერ თბილისი აკავშირებს ბრენდებს და გავლენიან ადამიანებს, ინფლუენსერ თბილისი ქმნის და ანვითარებს კომუნიკაციის პლატფორმას ახალ მედიაში, რაც ეხმარება ბრენდებს სასურველი აუდიტორის პოვნაში, სწორად გაგებასა და ყიდვის სურვილის გაჩენაში.
ინფლუენსერები არიან ინდივიდუალური პირები, რომლებსაც აქვთ ცოდნა, გამოცდილება, ავტორიტეტი და მათ მიერ დაგეგმილი ქმედებების მეშვეობით შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ადამიანებზე და ჯგუფებზე. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც კომპეტენტურნი არიან თავიანთ სფეროში, ქმნიან სპეციალურ ინფორმაციას, ყავთ მიმდევრები და გამომწერები სოციალურ ქსელებში, იყენებენ აქტიურად ახალი მედიის არხებს და საშუალებებს ბრენდების, პროდუქტების პოპულარიზაციისთვის და გაყიდვების სტიმულირებისთვის.
ინფლუენსერი შეიძლება იყოს: ბლოგერი, ვლოგერი, ჟურნალისტი, ცნობადი სახე, ექსპერტი ან უბრალოდ, სხვადასხვა თემით დაინტერესებული ადამიანი, რომელიც აქტიურად იყენებს ახალი მედიის და სოციალური ქსელების პლატფორმებს ადამიანებზე გავლენის მოსაპოვებლად, დემონსტრირებას უკეთებს მისი ცხოვრების სტილს, ქმნის ვიზუალურ და ტექსტუალურ კონტენტს და უწევს ბრენდებს პოპულარიზაციას.

ინტერტენმა შეცვალა გავლენის საშუალებები…

გავლენა და გავლენიანი ადამიანები ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და არის. უბრალოდ, შეიცვალა გავლენის საშუალებები. თუ ადრე გავლენა ძირითადად ტელევიზიაში, პრესაში და რადიოში ნაწილდებოდა, ახლა ახალი მედია და სოციალური ქსელები ქმნიან საინფორმაციო ამინდს. ინფლუენსერები თავიანთ ჯგუფში გავლენიანი ადამიანები არიან, რომლებიც ან თავისი საქმიანობით გახდნენ ცნობილები და სანდოები, ან სპეციალური კონტენტის შექმნით სოციალურ ქსელებში მოიპოვეს გავლენა და პოპულარობა. მათ ჰყავთ საკმაოდ დიდი აუდიტორია, მეგობრები/მიმდევრები და შეუძლიათ ბრენდისთვის მნიშვნელოვანი შედეგის მოტანა, ბრენდის სწორ სეგმენტზე გათვლა ამ სეგმენტზე მორგებული კონტენტის და გზავნილის შექმნა, ასევე, მათი ჩართვა დისკუსიაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რაც ყიდვით მთავრდება. საკმაოდ კარგი და ხარჯთეფექტიანი საშუალებაა ბრენდისთვის.

როგორ კარგავენ გავლენას ინფლუენსერები?

ინფლუენსერი უფრთხილდება საკუთარ მიმდევრებს. მათთვის არასწორი მესიჯის მიწოდება უარყოფითად აისახება მის იმიჯზე და ბუნებრივია გავლენაც იკარგება. არ შეიძლება ინფლუენსერმა ყველაფერი არეკლამოს, ან დაარეკლამოს ის, რაშიც მას ფულს უხდიან და რის შესახებაც არ აქვს ინფორმაცია. ასეთ დროს გავლენის ხარისხი ბუნებრივია იკლებს.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები