LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკეთებს თუ არა პროვოცირებას ლაზერული ეპილაცია სიმსივნეს – სილამაზის აკადემია

20
ani-maisuradze-silamazis-akademia

რა სიხშირით უნდა გაიკეთოთ ეპილაცია და რომელი ლაზერია უფრო ეფექტიანი – ამ თემებზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ ლაზეროთერაპევტმა ანი მაისურაძემ ისაუბრა.

რომელი ლაზერია უფრო ეფექტიანი?

„დიოდიც“ და „ალექსანდრიტიც“ ორივე ეფექტიანია, მაგრამ იმის მიხედვით, თუ როგორია თმის სტრუქტურა. სანამ მუქია პიგმენტი ალექსანდრიტს ანიჭებენ უპირატესობას. ე.წ. ღინღლოვანი თმის შემთხვევაში დიოდის ლაზერია რეკომენდებული. ლაზერი ეფექტიანია ქერა თმის შემთხვევაშიც, თუმცა მაგალითად, უპიგმენტო, ჭაღარა ან წითურ თმას ლაზერი ვერ აღიქვამს.

უნდა იგრძნოს თუ არა პაციენტმა მცირე დოზით ტკივილი პროცედურის გაკეთების დროს?

პაციენტებისგან გამიგია, რომ არსებობს აბსოლუტურად უმტკივნეულო აპარატები. მე ვფიქრობ, რომ პაციენტს შეგრძნება უნდა ჰქონდეს, ვინაიდან სწორედ ამ შეგრძნებებით ვარეგულირებთ იმპულსების სიმძლავრეს. ზოგადად, ყველაზე კარგად შედეგი ჩანს იმ ზონაზე, რომელიც არის ნაპარსი, რაც უფრო უხეშია თმა, მით უფრო მალე ჩანს შედეგი.

რა სიხშირით უნდა გაიკეთოს პროცედურა პაციენტმა?

პროცედურის დაწყებიდან რეკომენდებული ერთთვიანი შუალედის დაცვა. 6 პროცედურის შემდეგ ინტერვალი იზრდება და დაახლოებით 3 თვიანი შუალედი უნდა დაიცვათ. ესეც ინდივიდუალურია.

ამბობენ, რომ ლაზერის აპარატი ჯანმრთელობისთვის მავნე და სიმსივნის გამომწვევია…

ლაზერის აპარატი არაა მავნე ჯანმრთელობისთვის. მე მსგავსი ფაქტი არ შემხვედრია. თუ პაციენტს აქვს ლიმფური კვანძის პრობლემა, ამას თავიდანვე ვეკითხებით. იმ შემთხვევაში თუ მსგავსი ტიპის პრობლემა აქვთ, ბუნებრივია არ ვუკეთებთ ეპილაციას, ვინაიდან არ არის რეკომენდებული. გარდა ამისა, ჩვენ არ ვუკეთებთ ორსულებს ეპილაციას, ვინაიდან ამ დროს მგრძნობელობა მომატებულია და რეკომენდებული არ არის.

რუჯის შემთხვევაში რა უნდა გაითვალისწინოს პაციენტმა?

გარუჯვამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე უნდა გაიკეთოთ ეპილაცია. რაც შეეხება გარუჯულ სხეულს, დაახლოებით ერთი თვის შემდგომ შეგიძლიათ გაიკეთოთ ეპილაცია. თუ შუალედებს არ დაიცავთ, ლაზერმა შეიძლება დამწვრობაც გამოიწვიოს. სწორად უნდა იყოს შერჩეული სხივის სიმძლავრე. სხვათაშორის მზე იწვევს პროვოცირებას და თმა უფრო ამოჰყავს. პაციენტებს ვურჩევთ ეპილაციის გაკეთების დღეს არ მიიკარონ წყალი 6 საათის განმავლობაში, ასევე მოერიდონ ვარჯიშს, ვინაიდან გამოყოფილმა ოფლმა შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება.

თუ პაციენტს აღენიშნება ჰორმონალური დარღვევა, მაშინ უნდა მოხდეს ამ მიმართულებით მკურნალობა და უკვე შემდგომ გაიკეთოს ეპილაცია.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები