LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უამრავი ნიჭიერი მუსიკოსი გვყავს, რომელთაც უცხოეთში უფრო კარგად იცნობენ, ვიდრე საქართველოში – ნიკა მაჩაიძე

12
nika-machaidze-show-avtoris-xma

გადაცემის ლაივი LIVE

5 თებერვალს რადიო „ფორტუნას“ ახალ გადაცემაში „ავტორის ხმა“, მისმა ავტორმა და წამყვანმა გიგა კობალაძემ მუსიკოსს ნიკა მაჩაიძეს უმასპინძლა და სწორედ მასთან ერთად ისაუბრა საქართველოში ელექტრონული მუსიკის განვითარებასა და პოპულარიზაციაზე.

ახალი გადაცემის მიზანი არა მხოლოდ საავტორი ულებებზე, არამედ ზოგადად ხელოვნებაზე, მის ცალკეულ დარგებში არსებული პრობლემების განხილვა და მათი გადაჭრის გზების მოძიებაა.

– ნიკა, რატომ აირჩიეთ მუსიკა საქმიანობის სფეროდ?

– მუსიკა და პირველ რიგში, კინომუსიკა ადრეულ ასაკში შევიყვარე, რადგან მამა კინოსტუდიაში, ე.წ. ხმის საამქროს ხელმძღვანელობდა და მეც პრაქტიკულად იქ გავიზარდე, მერე ტელევიზიაში, დადა დადიანის სტუდიაში ვმუშაობდი, რომელმაც ალტერნატიულ მუსიკას ჩაუყარა საფუძველი, ბოლოს კი, თვითონ დავიწყე ელექტრონული მუსიკის შექმნა. ვფიქრობ, ქართულმა ელექტრონულმა მუსიკამ, რომელსაც 1990-იანი წლების დასაწყისში ჩაეყარა საფუძველი, საკმაოდ რთული გზა გაიარა, თუმცა მაინც შეძლო განვითარება.

– საბჭოთა ეპოქაში მხოლოდ ე.წ. „ოფიცილური მუსიკა“ არსებობდა, ალტერნატიული ჟანრის წარმომადგენლებს კი, ერთგვარ „იატაკქვეშეთში“ უწევდათ საქმიანობა…

– სიმართლე ვთქვა, იმ ეპოქაში საქართველოში საერთოდ არ არსებობდა ელექტრონული მუსიკა, მხოლოდ ნათელა სვანიძის ნაწარმოების მცირე ნაწილი, რომელიც 1975 წელს  ჩაიწერა მოსკოვში, სადაც „ელექტრონული მუსიკის ექსპერიმენტალური სტუდია“ მეტწილად საბჭოთა სამეცნიერო-პოპულარული ფილმებისთვის ქმნიდა მუსიკას.

სხვათაშორის, რუსეთში ელექტრონული მუსიკა ბევრად ადრე, 1920-იან წლებში გაჩნდა და ძალიან მოიწონა იმ პერიოდის ელიტამ, თუმცა მოგვაინებით მუსიკოსთა ნაწილი პატიმრობაში აღმოჩნდა, ნაწილმა კი, ქვეყნიდან გაქცევით შეძლო თავის გადარჩენა. მართალია, 1960-იან წლებში მიმდინარეობა მეორედ დაიბადა, მაგრამ მეტწილად კინომუსიკად დამკვიდრდა და მხოლოდ ორი ათწლეულის შემდეგ გაჟღერდა პოპ-მუსიკაში ცალკეული მუსიკოსების შემოქმედებაში.

– როგორ შეაფასებთ თანამედროვე ქართულ ელექტრონულ მუსიკას?

– ვფიქრობ, დღეს ქართული ელექტრონული მუსიკა არაფრით ჩამორჩება დასავლურს. უამრავი ნიჭიერი მუსიკოსი გვყავს, რომელთაც უცხოეთში უფრო კარგად იცნობენ, ვიდრე საქართველოში.

– ძალიან უცნაურია, როცა საზღვარგარეთ პოპულარულ ქართველებს, სამშობლოში პრაქტიკულად არავინ იცნობს. თქვენი აზრით, რა უნდა გააკეთოს მუსიკოსმა, რათა საქართველოში დაიმკვიდროს თავი და შემოსავლიანად აქციოს საკუთარი საქმიანობა?

– წარმოდგენა არ მაქვს, როგორ შეიძლება ელექტრონული მუსიკის შემოსავლის წყაროდ ქცევა, რადგან თვითონ უამრავ სფეროში ვსაქმიანობ მუსიკის პარალელურად. შესაძლოა, გარკვეული პლატფიორმების შექმნაა საჭირო, სადაც ელექტრონული მუსიკის მოსმენა იქნება შესაძლებელი. საბედნიეროდ, ქართველებმა უკვე გაარკვიეს, რომ საცეკვაოდ კლუბში უნდა წავიდნენ, მუსიკის მოსასმენად კი, სხვა ადგილი მოიძიონ, ანუ ელექტრონული მუსიკა აღარ აღიქმება მხოლოდ საცეკვაო მუსიკად, თვითდამკვიდრებისთვის კი, მეტი ლეიბლის შექმაა აუცილებელი, რომელიც ყველას მისცემს საკუთარი შემოქმედების წარმოჩენის საშუალებას.

– თქვენთვის რას ნიშნავს საავტორო უფლებები და რა მიგაჩნიათ მისი დაცვის ოპტიმალურ საშუალებად?

– მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, ვფიქრობ, აუცილებელია ავტორთათვის არა მხოლოდ მათი უფლებების, არამედ დავის მიზეზის უკეთ განმარტება, რადგან მთავარ პრობლემად ისევ არაინფორმირებულობა რჩება. მართალია, ყველას თავისი საქმე და საზრუნავი აქვს, მაგრამ უფლებებზე ზრუნვა ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია, რადგან, თუ კულტურაზე, ცივილურობაზე გვაქვს პრეტენზია, მაშინ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ინტელექტუალური შრომას შესაბამისი დაფასება სჭირდება.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები