LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეონა თავართქილაძის 7 საყვარელი სიმღერა – რას უსმენენ ცნობილები

20
53688846_1002772543253437_6557194469941182464_n

ფორტუნას ეთერში გრძელდება გადაცემა ,,რას უსმენენ ცნობილები” მუსიკალური პროექტი, რომელიც  საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების მუსიკალურ გემოვნებაზე უყვება მსმენელს. ამჯერად გადაცემას დიზაინერი და Beauty and the Box -ის შემქნელი, თეონა თავართქილაძე ესტუმრა. რომელია ცნობილი დიზაინერის 7 საყვარელი სიმღერა, ამას გადაცემიდან შეიტყობთ.

სიმართლე გითხრათ, საკმაოდ რთული იყო შვიდეულის შედგენა, არ ვიცოდი, რა პრინციპით დამელაგებინა. შემდეგ გადავწყვიტე, ჩემი ცხოვრების სხვადასხვა პერიოდი გამეხსენებინა. შემოგთავაზებთ იმ მუსიკას, რომელიც ჩემთვის ძალიან კარგ მოგონებებს უკავშირდება. ამიტომ დავიწყოთ ბავშობით (იღიმის).

მეშვიდე ადგილზე წარმოგიდგენთ ,,მუხამბაზს”. ეს სიმღერა დიდმა ნიაზ დიასამიძემ დაუწერა მის მეუღლეს, მელიტას. მელიტა კი იყო ბებიაჩემის ყველაზე ახლო მეგობარი. მახსენებს იმ პერიოდს, როცა ბებიები და ბაბუები ცოცხლები იყვნენ… დღეს ამ სიმღერას პატარა ნიაზი და 33 ა ასრულებს და ყოველ მოსმენაზე სხვანაირად მიცემს გული (იღიმის).

https://www.youtube.com/watch?v=J4apaz9II6g

მეექვსე ადგილზე წარმოგიდგენთ სიმღერას, რომელმაც დიდი გავლენა იქონია არა მხოლოდ ჩემზე, არამედ მთელს ჩემს თაობაზე. ეს გახლავთ We are the world. საკმაოდ ძლიერი მუხტი აქვს ამ სიმღერას და დღესაც საკმაოდ ხშირად ვუსმენ.

https://www.youtube.com/watch?v=M9BNoNFKCBI

მეხუთე ადგილზე კი გთავაზობთ სიმღერას, რომელიც პირდაპირ კავშირშია სიყვარულთან. სიყვარულის თემაზე ბევრი სიმღერაა შექმნილი, თუმცა ჩემთვის მთავარი სიმღერა ეს არის Feelings. მაგალითად ჩემს ქორწილში ეს სიმღერა ლიზა ბაგრატიონმა და დათუნა ჭელიძემ შეასრულეს, ასევე ჩემი ბევრი მეგობრის ქორწილში ხშირად ვუსმენდით და კარგ მოგონებებს უკავშირდება. ამიტომ გთავაზობთ Isaac hayes-ისა და Dionne warwick-ის შესრულებით.

მეოთხე ადგილზე მინდა წარმოგიდგინოთ გია ყანჩელის კომპოზიცია ,,როცა აყვავდა ნუში”.

მესამე ადგილზეა Kordz – Deep Thoughts. ყოფილა სიტუაცია, როდესაც ვართ სასიამოვნო, კარგ ადგილას, მაგრამ არავინ ცეკვავს. როგორც კი ეს კომპოზიცია ჩაირთვება, ყველა დგება და იწყებს ცეკვას, კარგ განწყობას ქმნის და იმედია ჩვენი მსმენელიც ისიამოვნებს. ზოგადად ვფიქრომ, რომ განებივრებული ვარ, რადგან ბევრჯერ ვყოფილვარ არაერთ კონცერტზე. უიტნი ჰიუსტონი, ბარი უაითი, მაიკლ ჯექსონი, შადე – ეს ის შემსრულებლებია, რომელთა დაუვიწყარ კონცერტებზეც ვარ ნამყოფი.ა მიტომ მუსიკის გარეშე ძალიან მოსაწყენი იქნებოდა ცხოვრება(იღიმის).

მეორე ადგილით ფაქტიურად მივუახლოვდით ჩემს დღევანდელ ცხოვრებას. მინდა შემოგთავაზოთ ფრანგული სიმღერა Brigitte Bardot – Moi Je Joue. ერთი წლის წინ, როცა იქმნებოდა Beauty and the Box, ჩვენს პირველ საიმიჯო კლიპს სწორედ ეს მუსიკა ჰქონდა. ამის შემდეგ ფაქტიურად ჩვენი კომპანიის ჰიმნი გახდა.

პირველ ადგილზე გთავაზობთ Maria Callas –Casta Diva. ეს ის კომპოზიციაა, რომელსაც ხშირად ვუსმენ, სანამ დილით სახლიდან გავალ და ნამდვილად მიქმნის ამაღლებულ განწყობას(იღიმის).

https://www.youtube.com/watch?v=TYl8GRJGnBY

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები