LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში შენდება ბინები, რომლებიც კომუნალურ გადასახადებს 60%-ით შეგიმცირებთ

15
65685925-878746865842462-3182507565892239360-o

14 პროექტი, ძირითადად, თბილისის ცენტრალურ უბნებში, აქცენტი ეკო გარემოზე, შშმ პირებზე ადაპტირებული ბინები და მშენებლობის გამორჩეულად მაღალი ხარისხი – ეს მცირე ჩამონათვალია იმ აქტივობების, რომლებსაც დეველოპერული კომპანია „მეტი დეველოპმენტი“ ახორციელებს. სწორედ მისი გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ელენე დალაქიშვილი იყო „ბიზნესნიუსის“ სტუმარი, რომელმაც სამშენებლო სექტორში არსებულ გამოწვევებზე „მეტი დეველოპმენტის“ პროექტებზე და იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამაზე ისაუბრა.

– რა მიმართულებით საქმიანობს „მეტი დეველოპმენტი“ და რას სთავაზობს მომხმარებელს?

ზოგადად, ჩვენს კომპანიას უკვე 9 წლიანი გამოცდილება აქვს, თუმცა თვითონ როგორც ბრენდი „მეტი დეველოპმენტი“ ჩამოყალიბდა 3 წლის წინ. ვაშენებთ საცხოვრებელ კომპლექსებს, განხორციელებული გვაქვს ჯამში 14 პროექტი, ძირითადად, თბილისის ცენტრალურ უბნებში, მაგალითად: საბურთალოზე (საირმე, ბულაჩაურის ქუჩა, შარტავა,) ვაკეში (ყიფშიძის ქუჩა), დიდუბეში, სოლოლაკში… ახლა გვაქვს 2 მიმდინარე პროექტი სამგორსა და კრწანისში, ჯამში შენდება 5 ბლოკი, აქედან 3 არის 20 სართულიანი, ხოლო 2 – 12 სართულიანი. ჯამურად ვფარავთ 200 ათას კვადრატულ მეტრს, ანუ საკმაოდ მასშტაბურია ეს 2 პროექტი. ისინი, დაახლოებით, 12-14 თვეში დასრულდება. ვაბარებთ, როგორც თეთრი კარკასით, ისე მწვანე კარკასით. ასევე, გვაქვს რემონტის შეთავაზებაც, რომლის შესახებაც დეტალებს ძალიან მალე დავაანონსებთ.

ჩვენი პროექტები გამოირჩევა მაღალი ხარისხის ხმის და თბოიზოლაციით, რაც არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იმისთვის, რომ ბინაში იყოს სიმყუდროვე. გარდა ამისა, ვინაიდან პროექტები არის ბიზნესკლასის, გვაქვს: დაცვა, კონსიაჟის მომსახურება და ეკოგარემო, რომელიც არის ჩვენთვის მახასიათებელი, ვინაიდან „მეტი დეველოპმენტი“ აშენებს ე.წ ეკოსითის. არის დამახასიათებელი ვერტიკალური გამწვანება, გარდა ამისა საბავშვო ეზო, სპორტული დარბაზი, ველობილიკები, ელექტროდამტენები, ასევე შშმ პირებზე ადაპტირებული გარემო და პირველი პრეცედენტი გვექნება ასევე, შშმ პირებზე ადაპტირებული ბინის.

-რა გამოწვევების წინაშე დააყენა პანდემიამ სამშენებლო სექტორი და თუ გამოცოცხლდა ახლა ბაზარი?

-დეველოპერულ ბაზარზე, დაახლოებით, თვე-ნახევრის განმავლობაში იყო ვარდნა, თუმცა ის ფულის მასა, რაც ტრიალებდა ზოგადად ეკონომიკაში, არსად არ გამქრალა, შესაბამისად, უკვე შეინიშნება უკეთესობა. უშუალოდ ჩვენს კომპანიაზე რომ ვისაუბროთ – იმის გამო, რომ ძალიან დიდი და კარგი გამოცდილება აქვს ჩვენს მენეჯმენტს, ეს ძალიან დაგვეხმარა იმაში, რომ უკეთესობისკენ შეცვლილიყო არსებული მძიმე სიტუაცია. ჩვენ შევცვალეთ გადახდის პირობები და ისინი მომხმარებლებს მოვარგეთ. ამან ძალიან კარგი გავლენა იქონია ჩვენს გაყიდვებზე. მინდა შევეხო შრომით ბაზარსაც, ვინაიდან, ძალიან ბევრმა ადამიანმა დაკარგა სამსახური პანდემიის გამო, ჩვენმა კომპანიამ სწორედ ამ პერიოდში 14 ახალი თანამშრომელი დაიმატა.

-რამდენად მაღალია კონკურენცია ქართულ სამშენებლო ბაზარზე და რითი გამოირჩევა „მეტი დეველოპმენტი“ კონკურენტებისგან?

კონკურენცია, უდავოდ, საკმაოდ მაღალია.  თუმცა, მინდა გამოვყო რამდენიმე ნიუანსი, რომელიც ჩვენ გამოგვარჩევს სხვა დეველოპერებისგან. პირველი ეს არის მშენებლობის ხარისხი, იმიტომ, რომ ბლოკი, რომლითაც ჩვენ ვაშენებთ, არის მსუბუქი და სეისმურად მდგრადი – ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მშენებლობის დროს. რაც შეეხება სადარბაზოს და ფასადის მოპირკეთებას, ჩვენ მას არ ვახორციელებთ საღებავით, ჩვენთან მოპირკეთება ხდება ქვით, რაც ასევე ძალიან მიშვნელოვანია. ჩემთვის ძალიან საამაყოა ისიც, რომ „მეტი დეველოპმენტი“ ახორციელებს შეჩერებული მშენებლობების გაგრძელებას, მაგალითად: „ცენტრ პოინტის“ შეწყვეტილი მშენებლობების. ადამიანებს, რომლებიც წლობით ელოდებოდნენ ბინას, ახლა ექნებათ შესაძლებლობა, რომ ძალიან მალე შეაბიჯონ საკუთარ საცხოვრებელში. აღსანიშნავია ენერგოეფექტურობის მაღალი მაჩვენებელიც, რომელიც არის ჩვენს კორპუსებში. ჩვენი ბინები იძლევა საშუალებას, რომ დაიზოგოს კომუნალური გადასახადების დაახლოებით 60 პროცენტი. ეს ყველაფერი ციფრებში რომ გადავიყვანოთ – თუ თვეში იხდიდით 100 ლარს კომუნალურ გადასახადებში, ახლა მოგიწევთ 40 ლარის გადახდა. ცალკე სასაუბროა ჩვენი ეკოკონცეფცია, ვინაიდან, როგორც უკვე აღვნიშნე, „მეტი დეველოპმენტი“ აშენებს ეკოსითის. მისი კონცეფცია მდგომარეობს იმაში, რომ მაქსიმალურად მწვანე გარემო უნდა იყოს, მაქსიმალურად ჯანსაღი, ბუნება არ დავანგრიოთ, ბეტონის ქალაქად არ ვაქციოთ და მივცეთ საშუალება მობინადრეებს, რომ ელემენტარულად ბავშვის გასასეირნებელი სივრცე ჰქონდეთ.

-როგორ აფასებთ დეველოპერული სექტორის ანტიკრიზისულ გეგმას? თუ დაეხმარება სექტორს აღდგენაში, სახელმწიფოს მხრიდან, იპოთეკური სესხების სუბსიდირება?

ბევრ დეველოპერულ კომპანიას, რომლებიც არ იყო მასშტაბური, გაუჭირდათ გაყიდვები, ამიტომ, მივესალმები სახელმწიფოს მხრიდან მსგავსს გადაწყვეტილებებს, რომლებიც ბიზნესს ხელს შეუწყობს. კონკრეტულად ჩვენს შემთხვევაში – სანამ ჩვენ მშენებლობას დავასრულებთ, ბინების უმეტესი ნაწილი იყიდება ხოლმე. ვინაიდან, ჩვენი პროექტები 12-14 თვეში სრულდება, ჯერჯერობით, სუბსიდირების პროგრამა არ შეგვეხო, თუმცა, სამომავლოდ ვნახოთ როგორ გაგრძელდება პროგრამა და როდემდე გასტანს მისი მოქმედება.

-თუ აპირებს „მეტი დეველოპმენტი“ რეგიონებში შესვლასაც?

დიახ, განიხილება დედაქალაქის შემოგარენში გასვლა და იქ პროექტების განხორციელება. ამ ეტაპზე, ჩვენთან მუშავდება 7 პროექტი. არ იქნება ეს პროექტები, მაინცდამაინც, თბილისის ცენტრალურ უბნებში, პერიფერიებისკენაც გადავინაცვლებთ. თუმცა, ერთ-ერთი პროექტი იქნება ძველ თბილისშიც. რაც შეეხება რეგიონებს, აღსანიშნავია, რომ სწორედ დღეს მოვაწერეთ ხელი ერთ-ერთ პროექტს გორში, რომელიც იყო ასევე შეჩერებული და მას „მეტი დეველოპმენტი“ დაასრულებს. ამჟამად, მეტი სიახლის გაჟღერებისგან თავს შევიკავებთ, თუმცა კონკრეტული ინფორმაციისთვის ჩვენს მსმენელებს შეუძლიათ გვეწვიონ ჩვენს ვებგვერდზე, ან სოციალურ ქსელში და თვალი ადევნონ „მეტი დეველოპმენტის“ სიახლეებს. ძალიან მალე გაცნობებთ ახალი პროექტების შესახებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები