LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თანამშრომლები კომპანიიდან კი არ მიდიან, არამედ  ტოქსიკურ გარემოსა და ხელმძღვანელს გაურბიან” – FM ქოუჩი

5
eka-babunashvii-newssss

გადაცემის ლაივი LIVE

როგორ გამოვიმუშაოთ ემოციური ჰიგიენის უნარები და რამდენად რთულია ტოქსიკური ურთიერთობები – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში “FM ქოუჩი” ქოუჩმა ეკა ბაბუნაშვილმა ისაუბრა.

რა არის ემოციური ჰიგიენა?

ემოციური ჰიგიენა ეს არის უნარ-ჩვევების ნაკრები, რომელიც მოიცავს დადებით თვითაღქმას, ჭარბი ფიქრებისგან გათავისუფლებასა და პოზიტიურ აზროვნებას, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ერთგვარი გონების დასუფთავების კულტურაა. მარგარეტ ტეტჩერი ამბობდა, ადამიანები დროის 80%-ს ატარებენ იმაზე ღელვაში, რაც არ მომხდარა და დიდი ალბათობით, არც არასოდეს მოხდებაო. ტვინის ფიზილოგიას თუ გავითვალისწინებთ, კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანები საშუალოდ, 90 ათას ფიქრს ფიქრობენ დღეში და მათგან უმეტესი ნაწილი ნეგატიურადაა ფორმულირებული. მათ შორის, დიდი ნაწილი ამ ფიქრებისა დღიდან დღემდე მეორდება. ეს კი ნიშნავს, რომ თუკი ჩვენ არ გამოვიმუშავებთ მოვლენების აღქმის დადებით მხარეებზე კონცენტრირების უნარს, მზარდი უკმაყოფილება და უარყოფითი ემოციები იქნება ის ყოველდღიურობა, რომელსაც მივიღებთ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ ჩვენს თავს, როგორ ვახდენთ აზრების ფორმულირებას და რა ემოციები ჭარბობს ჩვენს ყოველდღიურობაში, ვინაიდან ნეგატიურ ფიქრები, ასევე, ნეგატიურ ემოციებს ბადებს.  ემოციები კი არსებით ზეგავლენას ახდენს ჩვენს ორგანიზმზე, რაც შესაბამისი ჰორმონების გამოყოფით ხასიათდება.

ჭიქა არასოდესაა ბოლომდე ცარიელი, იგი ყოველთვისაა თუნდაც მცირედით სავსე. ადამიანებს კი გვაქვს ჩვევა მხოლოდ იმ ნაწილზე მოვახდინოთ აქცენტირება, რაც არ არსებული ან პრობლემატურია. არსებული კარგის შემჩნევა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.

რა მოაქვს ნეგატიური ემოციებით გადატვირთვას?

გონებას ისევე სჭირდება განტვირთვა, როგორც ჩვენს კომპიუტერს არასაჭირო ფაილებისგან გათავისუფლება, რათა სისტემამ გამართულად იმუშავოს. როგორც ავღნიშნეთ, ემოციები მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ჩვენს კეთილდღეობაზე, ცხოვრების ხარისხზე და ჯანმრთელობაზეც კი.

თითოეული ემოცია ადამიანს სჭირდება, მათ შორის ნეგატიური ემოციებიც, ვინაიდან მათ სხვადასხვა ფუნქცია აქვთ ჩვენს ცხოვრებაში, მათ შორის დაცვითი. თუმცა, თუ ნეგატიური ემოციები ჩვენი ყოველდღიურობის არსებით ნაწილს შეადგენენ, ეს აისახება როგორც ჩვენზე, ასევე, ჩვენს გარშემომყოფებზე როგორც სახლში, ასევე, სამსახურში. ამბობენ კიდეც, თანამშრომლები კომპანიიდან კი არ მიდიან, არამედ  ტოქსიურ გარემოს და ხელმძღვანელს გაურბიანო.

მეორეს მხრივ, კი ისეთი დადებითი ემოცია, როგორიცაა ნდობა, ნაყოფიერ თანამშრომლობას უწევს კულტივირებას, რაც შემდგომ შექმნილ სინერგიაში გამოიხატება.

ამასთანავე, პოზიტიური აზროვნების განვითარება არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნულმა ჩვენ რისკების ანალიზში ან პრობლემის იდენტიფიცირებაში უნდა შეგვიშალოს ხელი. პირიქით, მნიშვნელოვანია პროაქტიური პოზიცია დავიკავოთ და საკითხების გადაჭრაზე ორიენტაციით, პასუხისმგებლობის აღებით და გარშემო თანამოაზრეების შემოკრებით ჩვენი ჯანსაღი მიკროკლიმატი შევქმნათ გარშემო. დამეთანხმებით, რომ დიდი განსხვავებაა თუ რაზე გვაქვს ფოკუსი: პრობლემაზე და მისი გამომწვევი დამნაშავეების ძიებაზე თუ მისი გადაჭრის გზების ძიება-დაგეგმვასა და დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობაზე ამ პროცესში.

როგორ უნდა გამოვიმუშავოთ ემოციური ჰიგიენის უნარები?

ემოციური ჰიგიენის უნარების განსავითარებლად, მნიშვნელოვანია ყოველდღიურად ვაკეთებდეთ თვითანალიზს, ვიაზრებდეთ როგორ ვაფორმულირებთ აზრებს, რას ვეუბნებით ჩვენს თავს და რა ემოციები ჭარბობს. შესაძლოა შევამჩნიოთ, რომ უმეტესობა ჩვენი აზრების უარყოფით ფორმულირებას შეიცავს, მეტად ვამჩნევთ საფრთხეს, ვიდრე შესაძლებლობებს, ხშირად ვიყენებთ ჩვენს საუბარში “არ” ნაწილაკს. ასეთ შემთხვევაში, საინტერესოა დავუსვათ ჩვენს თავს შეკითხვები: რა მინდა ამის მაგივრად? რა შემიძლია გადავჭრა ახლავე? ვინ შეიძლება დავიხმარო ამ საკითხში, რომელიც მაწუხებს? რა შეიძლება იყოს პირველი, თუნდაც მცირე ნაბიჯი პრობლემასთან გამკლავებისთვის, რაც შემიძლია დღესვე გადავდგა?

აზროვნების ასეთი გარდაქმნით, აუცილებლად გავხდებით მეტად პროაქტიურები და  ნაყოფიერები, ვინაიდან თითოეულ გადადგმულ მიზანმიმართულ ნაბიჯს მეტი სიმშვიდე და კმაყოფილება შემოაქვს ჩვენს ყოველდღიურობაში.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები