თანაცხოვრება ოჯახებში - რა იწვევს პრობლემებსა და დაძაბულობას - 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

თანაცხოვრება ოჯახებში, რა იწვევს პრობლემებსა და დაძაბულობას – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ისაუბრა.

რამდენი ტიპის ადამიანი არსებობს?

არსებობენ სხადასხვა ტიპის ადამიანები, შესაბამისად, სხვადასხვა ტიპის ურთიერთობებია ოჯახებში. ჰუმანისტურ ფსიქოლოგიაში 5 ტიპის ურთიერთობა იკვეთება:

ერთი არის ბრალმდებელი ადამიანი, რომელიც გაურბის პასუხისმგებლობას და მუდმივად, ნებისმიერ სიტუიაციაში სხვა არის დამნაშავე.

მეორე ტიპის ადამიანი ცდილობს ყველა სახის კონფლიტი აირიდოს, ამიტომ ყველა სახის დათმობაზე მიდის, თუმცა შემდგომში ასეთ ადამიანებს ბევრი ფსიქოსომატური პრობლემები ექმნებათ.

მესამე ტიპი – ასეთი ადამიანები თითქოს ორბიტიდან არიან გასულები, საკუთარი სამყარო აქვთ და არ შემოდიან კონტაქტში.

მეოთხე ტიპი – ეს არის ადიქტი, მიჯაჭვული ადამიანი, რომელიც თითქოს სიყვარულს ითხოვს, მაგარამ დანარჩენ 4 ტიპს მისთვის არ სცალია.

მეხუთე ტიპის ადამიანს უყვარს გულწრფელი, პატივისცემაზე აგებული ურთიერთობები. ეს არის ურთიერთობა, რომელიც თავის თავში გულისხმობს შემდეგს: “მე განგიხილავ შენ, როგორც პიროვნებას”. პატივისცემა ყველა ენაზე და ყველა ადამიანისთვის გასაგებია.

რატომ რთულდება თანაცხოვრება ერთ სივრცეში?

ერთ სივრცეში სხვადასხვა ტიპის ადამიანების  თანაცხოვრება უფრო რთულდება. ჩვენ ერთმანეთის იმიტომ კი არ გვესმის, რომ არ გვაქვს აზროვნება, არამედ იმიტომ, რომ არიან ადამიანები, რომლებისთვისაც პირველადი არ არის ხედვა და მაგალითად, როცა ეკითხებით – “ვერ ხედავ”? მართლა ვერ ხედავს. მეორე ტიპის ადამიანი ხედავს, მაგრამ არ გისმენს. ეს პრობლემები იზოლაციის გარეშეც არსებობს.

ძალიან საინტერესო სტატისტიკა დღეს ჩინეთში, სადაც კარანტინის შემდგომ განქორწინებების რიცხვმა იმატა. აღმოჩნდა, რომ ადამიანები ერთმანეთს არ იცნობენ. პირველი, რაც მნიშვნელოვანია საკუთარი თავის გაცნობაა, იკითხეთ, გაიცანით საკუთარი თავი, გაიგეთ რა მოგწონთ, რა გსიამოვნებთ, საკუთარ თავს ჩაუღრმავდით.

შედეგიანი კომუნიკაციისთვის ჩვენ უნდა მივიღოთ ადამიანი ისეთი, როგორიც არის, მაგრამ მასთან კომუნიკაციას შევძლებთ მხოლოდ მაშინ, თუ მოვუსმენთ. ჩვენ არ გვაქვს ვალდებულება ყველას ყველაფერში ვეთანხმებოდეთ, მაგრამ მოვუსმინოთ და გავიგოთ, სწორედ ესაა მნიშვნელოვანი და ამას ჰქვია ემპათია. უნდა ჩავიცვათ მეორე ადამიანის “ფეხსაცმელები” და გავიგოთ რას გრძნობს ის, მის ადგილას წარმოვიდგინოთ თავი, თუ ასე არ მოვიქცევით, მაშინ ჩაშლილია კომუნიკაცია.

მაგალითად, როცა ცოლ-ქმარი ჩხუბობს, ორივე მართალია. ფრანგული ფილმია, სადაც ერთ სერიაში ცოლი ჩხუბობს, მეორეში- ქმარი და ორივე თავისი გადმოსახედიდან ჰყვება ამბავს, ვერ გაიგებთ რომ ერთი ოჯახის ამბავია.

სწორედ ესაა ჩვენი რეალობა და პრობლემა, რომ არ ვითვალისწინებთ ერთმანეთი აზრს. ასევე მნიშვნელოვანია გულწრფელობა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი პირში მივახალოთ ადამიანს, რადგან ეს არასამეცნიერო ტერმინით “ვირობა” და უხეშობაა. გულწრეფელობა ნიშნავს, გამოვხატოთ და გავიგოთ სხვისი ემოციები.

 

რეკლამა: 0:05