თამუნა რაზმაძე: „მადლობა ჰოლდინგს, რომ ყველას აქვს შანსი საკუთარი სათქმელი თქვას“

328
tamuna-razmadze-limoni

„ბევრს მოიცავს ჩემი შემოქმედება. „თაიგული“ – უკვე ლეგენდად არის ქცეული. როგორც წინამორბედი თაობიდან ვარ ინფორმირებული, „გაზაფხულის მერცხალი ხარ“ პირველად მოიტანეს ანსამბლში და იქ გაჟღერდა. იმდენად მონატრებული ვიყავი, იმდენად საყვარელია და ისეთ მოგონებებთან არის დაკავშირებული, გადავწყვიტე ასეთი ვერსია ჩამეწერა. იმდენად კარგი გამოხმაურებაა, რომ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. ეს დამოკიდებულება აისახება ხმებშიც, რომელსაც მსმენელები მაძლევენ.  პირველ რიგში მადლობა ჰოლდინგს იმისთვის, რომ ყველას აქვს შესაძლებლობა საკუთარი სათქმელი თქვას. მადლობა, რომ ასეთი საშუალება გვეძლევა. დაჯილდოება უდიდესი სტიმულია თუნდაც იმისთვის, რომ განვითარებაზე ვიფიქროთ. ფართო აუდიტორიის წინაშე პირველად წარვდექი. გამორიცხული არაფერი არ არის, მაგრამ პროგნოზებს ვერ გავაკეთებ. ყველაზე მნიშნველოვანი ის არის, რომ ეს სიმღერა ტრიალებს, მას თავისი მსმენელი ჰყავს და მე მადლობელი ვარ იმითაც, რომ სიმღერის ჩემი ვერსია მოსწონთ. კონკურენცია დიდია და შანსებზე ვერაფერს გეტყვით“ – რადიო „ფორტუნას“ ეთერში თამუნა რაზმაძემ „ოქროს ტალღის“ შესახებ ისაუბრა. შემსრულებელმა აღნიშნა, რომ მაღალი კონკურენციის გამო პროგნოზს ვერ გააკეთებს.

 

„ოქროს ტალღის” მხარდამჭერია პროექტი „ჩექინ ჯორჯია” და ქალაქ თბილისის მერია. დაჯილდოების წარმდგენია „ლიდერ ფუდი“, მარკ მარტელის სპონსორი პე-ეს-პე -ს ფრანგული ბრენდები, მასპინძელი სასტუმრო „ვინდამ თბილისი”, ოფიციალური გადამყვანი „თურქიშ ეარლაინსი”, ღონისძიების უსაფრთხოებაზე ზრუნავს დაცვის სამსახური ომეგა ემბეერი. პარტნიორები: „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი“, „ლუტეცია“, „მაგთი“. საინფორმაციო მხარდამჭერი „რუსთავი 2“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები