LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაკო ჩარკვიანის 7 საყვარელი სიმღერა – რას უსმენენ ცნობილები

15
60285391_364699984171866_469060499451936768_n

რადიო „ფორტუნას” ეთერში გრძელდება ნია მოძმანაშვილის საავტორო მუსიკალური პროექტი „რას უსმენენ ცნობილები“, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების მუსიკალურ გემოვნებაზე უყვება მსმენელს. ამჯერად გადაცემის სტუმარი პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი იყო. როგორია მისი საყვარელი სიმღერების ჩამონათვალი, ამას სწორედ გადაცემიდან შეიტყობთ.

“ამჯერად ორიენტირება გავაკეთე ესტრადაზე და არა კლასიკურ მუსიკაზე, მიუხედავად იმისა, რომ კლასიკური მუსიკა ძალიან ახლოს არის ჩემთან და მე თვითონ საფორტეპიანო მაქვს დამთავრებული”

გთავაზობთ ესტრადას და დავიწყოთ მეშვიდე ადგილით (იღიმის). The Beatles – Yesrday – ეს არის სიმღერა, რომელიც გენიალურად მარტივია და ძალიან მიყვარს.

მეექვსე ადგილზე წარმოგიდგენთ Whitney Houston – I Will Always Love You. ნამდვილად დიდი მომღერალი იყო. როცა გარდაიცვალა, ჩემი მეგობრები მეუბნებოდნენ ,,მეგობარი მოგიკვდაო”. ეს არ იყო შემთხვევითი სიმღერა, ეს იყო საოცარი შემსრულებელი.

მეხუთე ადგილზე წარმოგიდგენთ სიმღერას Feeling. ძალიან ბევრმა შეასრულა ეს სიმღერა, თუმცა, მინდა დუეტი შემოგთავაზოთ Isaac Hayes და Dionne Warwick. ეს არ არის ჩვეულებრივი ნამღერი, ეს არის საოცარი დიალოგი და პირველივე ფრაზიდან იგრძნობა.

მეოთხე ადგილზეა Earth, Wind & Fire – After The Love Has Gone, განსაკუთრებით მიყვარს. მახსოვს, როცა პატარა ვიყავი, მამუკას ჰქონდა პატარა მაგნიტოფონი და ანტენით იჭერდა ხოლმე “ამერიკის ხმას”. გასუსულები ვუსმენდით და გვაინტერესებდა, რა ხდებოდა ამ ყველაფრის მიღმა. ამიტომ ძალიან კარგად მახსოვს 1977 წელს დაჭერილი აი ეს სიმღერა.

მესამე ადგილზე გთავაზობთ – ,,ჩაკრულოს”. ხშირად ჩემს სახლში მომისმენია ეს სიმღერა, ასევე გურული ,,კრიმანჭული” ჯანსუღ კახიძის შესრულებით… ეს იყო ფეიერვერკი. როგორც კი ჯანსუღ კახიძის სახელს გავიგებ, დღემდე ის საღამო მახსენდება. ამ ყველაფრის შემდეგ რა თქმა უნდა გიყალიბდება მუსიკალური გემოვნებაც.

მეორე ადგილზე შემოგთავაზებთ მამუკა ჩარკვიანის სიმღერას ,,თავისუფლება ლომთა ხვედრია”.  საოცარი ისტორიის ლექსია და საოცარ სიმღერა. ეს ლექსი ჯანსუღ ჩარკვიანმა დაწერა 1972 წელს, ცხადია, მაშინ არ დარჩა უყურადღებოდ ეს სიმღერა, ამას მოჰყვა კრიტიკაც. მოგვიანებით, როცა აფხაზეთი დავკარგეთ, მამუკამ ამ ლექსს მოკიდა ხელი და სიმღერით გამოხატა.

ჯანსუღმა ჩემს შვილს მიუძღვნა ლექსი ,,შენ რომ დიდი იქნები“.  მოგვიანებით კი მამუკამ ამაზე შექმნა სიმღერა, რომელიც ძალიან მიყვარს და ასევე მიყვარს ლაშა ღლონტის შესრულებით. ამიტომ პირველ ადგილზე სწორედ ამ სიმღერას გთავაზობთ (იღიმის)

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები