LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სწორი განწყობა წარმატების საწინდარია – FM ქოუჩი

14
mariamberidzecch

გადაცემის ლაივი Live

რატომ არის მნიშვნელოვანი განწყობა წარმატებისთვის ბიზნესში და როგორ გვეხმარება ის პირად ცხოვრებაში – ამ თემაზე გადაცემაში „FM ქოუჩი“ ქოუჩმა მარიამ ბერიძემ ისაბრა.

https://www.facebook.com/266131756744994/videos/363938804631449

რა მოტივაციას ქმნის განწყობა?

როგორც ამერიკის პრეზიდენტი ნიკლონი ამბობდა: „ადამიანები იმდენად არიან ბედნიერები, რამდენადაც ეს მათ წარმოუდგენიათ“. იმისათვის რომ ადამიანმა შეძლოს საკუთარი მიზნების რეალიზება, მას სჭირდება ისეთი რამ, რაც მისცემს მოტივაციას და დაეხმარება საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში, იქნება ეს ბიზნესსა თუ პირად ცხოვრებაში. სწორედ ეს არის განწყობა. არ შეიძლება არ აღინიშნოს დიმიტირი უზნასის განწყობის თეორია, სწორედ მან აღმოაჩინა ის უნარი, რომელმაც ადამიანს სუბიქტური ფიქრებისა და ობიექტური რეალობის ლოგიკური კავშირი დაგვანახა, ე.წ „უზნაძის ეფექტი“.

ყველა ის მოვლენა, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, ხშირად ჩვენი „დამსახურებაა“. ვიღებთ იმას, რასაც ვიზიდავთ. ხშირად, თითოეული ჩვენგანი ფიქრობს იმაზე, რაც არ გვინდა, ასე ვიყავი მეც წლების მანძილზე და ვიცი როგორი რთულია გაიარო ის გზა, რომელიც გამოგიმუშავებს პოზიტიურად ფიქრის უნარს, მაგრამ ფაქტია რომ ეს მუშაობს. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ტვინი ვერ აღიქვამს „არას“, მას ჩვენდაუნებურად ვაძლევთ სიგნალს და როგორი განწყობაც არ უნდა გვქონდეს, ძალიან მალე სწორედ ის იქცევა რეალობად ჩვენს ცხოვრებაში. ვიღებთ იმ შედეგს რომელიც არ გვინდოდა. გულწრფელად  მიკვირდა, რატომ ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში ზუსტად ისე ყველაფერი როგორც ვფიქრობდი, რომ არ უნდა მომხდარიყო, სანამ არ დავიჯერე განწყობის თეორიის არსი. ამაზე მუშაობა საჭიროა ყოველდღიურად, ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების წინ.

როგორ უნდა ვიფიქროთ სწორად?

ზუსტად გავიაზროთ რა გვინდა. იქნება ეს გრძელვადიანი გეგმები თუ ყოველდღიური მიზნები. მაგალითად, მივიდვართ შეხვედრაზე, ვფიქრობთ სამსახურის შეცვლაზე,  ან უნდა დაველპარაკოთ ახლობელ ადამიანს; რა დადებითი შედეგი გვინდა რომ მივიღოთ ამ ყველაფრისგან? რატომაა ეს ასეთი მნიშვნელოვანი ჩევნთვის? არის ეს რეალურად ის რაც გვინდა და გაგვხდის უფრო მეტად ბედნიერს ვიდრე გუშინ ვიყავით?

გავიხსენოთ წარსულში მიღებული პოზიტიური გამოცდილება. ხშირად მივმართავ ამ ხერხს, როდესაც უარყოფითი ემოციების გავლენას ვგრძნობ. დავფიქრდეთ უახლოეს წარსულში ჩვენი პოზიტიური განწყობით დაწყებული რომელი საქმე, რომელი მოლაპარაკება, ზოგადად, რომელი ქმედება აღმოჩნდა წარმატებული? აუცილებელია გავიხსენოთ მხოლოდ პოზიტიური შემთხვევა. თუ მაშინ გამოვიდა, ახლაც გამოვა, მთავარია როგორი განყობით დავიწყებთ მოქმედებას.

როდესაც რაღაც ისე მაინც არ ხდება როგორც გვინდოდა, მიუხედავად ჩვენი განწყობისა თუ დაგეგმილი აქტივობებისა, ხდება ის, რაც არ არის ჩვენი კონტროლის ქვეშ. რას ვაკეთებთ ამ დროს? როგორი განწობით ვხვდებით მოულოდნელ შედეგს ან გაუთვალისწინებელ მდგომარეობას. არის ეს ჩვენთვის „წარუმატებლობა“ თუ „მიღებული გაკვეთილი“.

განწყობა გვეხმარება გავხდეთ ძლიერი ლიდერები, ვიყოთ გუნდურები, სწორი კომუნიკაცია დავამყაროთ კლიენტებთან და მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს ჩვენი ქმედებები მიზნების მისაღწევად.  მნიშვნელოვანია, ლიდერმა პირველ რიგში შეძლოს საკუთარ თავში გარკვევა, ის საქმიანობა არის მხოლოდ მატერიალური დოვლათვისთვის თუ თვლის, რომ გარდა ფინანსური შემოსავლისა, სხვა უფრო მაღალმატერიალურ ბენეფიტებსაც აძლევს ცხოვრებაში. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვეცოდინება ზუსტად, რას, რატომ და რისთვის ვაკეთებთ, მარტივად გავიაზრებთ ჩვენს მოთხოვნილებებს, ეს კი დაგვეხმარება დავინახოთ, რა არის ჩვენი მოტივაცია და როგორ დავამოტივიროთ სხვები, იქნებიან ესენი თანამშრომლები თუ კლიენტები, რომლებმაც ჩვენი პროდუქტი უნდა იყიდონ.

როგორ დავამოტივიროთ თანამშრომლები?

პირველ რიგში დავუსვათ ჩვენს თავს შეკითხვა, ვიცით თუ არა თითოეული მათგანის განწყობის რეალური მექანიზმი? როდესაც ამ კითხვას ვუპასუხებთ, მაშინ ყველა ის მოტივაციის ტექნიკა, რომლებსაც ხშირად ვიყენებთ მართვაში, გამოიღებს რეალურ შედეგს. ვინ ვარ მე? რა განწყობას უქმნის ჩემი პროდუქტი მომხარებელს და ვინ არიან ჩემი თანამშრომლები? ეს ის კითხვებია, რომლებზეც ზუსტი პასუხი უნდა გვქონდეს მანამ, სანამ დავიწყებთ ამა თუ იმ აქტივობის განხორციელებას.

ახლა თუ არის ვინმე ისეთი, ვისაც ჯერ კიდევ ეჭვი ეპარება პოზიტიური აზროვნების და განწყობის ძალაში, მინდა ვუთხრა, უბრალოდ სცადეთ. ამით არაფერს დაკარგავთ, პირიქით, დროთა განმავლობაში საკუთარ თავზე გამოცდით და დაიჯერებთ, რომ ის ყველა მოვლენა, რაც არის ჩვენი კონტროლის ქვეშ, მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული როგორ სახეს მიიღებს. უარყოფითი განწყობით დაწყებული ნებისმიერი ქმედება იქნება წარუმატებელი და ამაზე პასუხისმგებლობის აღება მხოლოდ ჩვენ გვეკისრება. ვცადოთ შევცვალოთ ჩვენი ფიქრები და მივცეთ შანსი საკუთარ თავს? ხშირად მეკითხებიან, აი წინაზე ხომ არ გამოვიდა? მაშინ ხომ ვფიქრობდი პოზიტიურად და რატომ არ მოხდა ისე როგორც მინდოდა? ამ შემთხვევაში როგორც უკვე ვთქვით, მდგომარეობიდან გამოსასვლელად ორი შეკითხვა დაგეხმარებათ: ნამდვილად გინდოდა გამოსულიყო?  „ვერ გამოსული საქმე“ რა არის შენთვის, წარუმატებლობა თუ გაკვეთილი, რომელზეც ისწავლი და შემდეგ ჯერზე უფრო მომზადებული შეხვდები ახალ გამოწვევებს?

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები