სტეფანე: „უკიდურესად სასიამოვნოა, როცა უამრავ ადამიანში გარჩევენ და გასახელებენ“

116
60905385_440793066714754_8034839390733729792_n

„მუსიკალური დაჯილდოების ცერემონია „ოქროს ტალღა“ მაღალი კლასის ცერემონიაა და წლიდან წლამდე მასშტაბი იზრდება. ნებისმიერი მუსიკოსისთვის უკიდურესად სასიამოვნოა, როცა უამრავ ადამიანში გარჩევენ და გასახელებენ. პოზიტიური ემოციების გარდა არაფერი არის. მუსიკოსისთვის მნიშვნელოვანია, აიტაცებენ სიმღერას თუ არა. ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე სიმღერას იმისთვის აკეთებს, რომ მხოლოდ თვითონ უსმინოს. პროგნოზის გაკეთება შეიძლება, მაგრამ ბოლომდე დარწმუნებული ვერავინ იქნება. კარგი იქნებოდა, რომ არსებობდეს ნომინაცია „წლის კონცერტი“. მუსიკოსები იმისთვის ვშრომობთ, რომ ხარისხიანი კონცერტები ჩავატაროთ. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ არასდროს არ თქვან, ეს იყო ქართული კონცერტი. გუნდთან, რომელთან ერთადაც ვმუშაობ, მაქსიმუმს ვაკეთებ, რომ მაყურებელი და მსმენელი კმაყოფილი იყოს. ბედნიერი ვიქნები, თუ წლის კონცერტის კატეგორიაში დამასახელებენ და მეტი სტიმულიც მექნება. ვისურვებდი, რომ მეტი სპონსორი ჰყავდეს ცერემონიას. ვიცი რამხელა შრომაა ჩადებული და ყველა ცდილობს, რომ მაქსიმალურად ხარისხიანად იყოს გაკეთებული. მეტი ფინანსური მხარდაჭერის შემთხვევაში შედეგი მეტად შთამბეჭდავი იქნება“ – რადიო „ფორტუნას“ ეთერში სტეფანემ „ოქროს ტალღის“ შესახებ ისაუბრა. მუსიკოსი ფიქრობს, რომ კარგი იქნებოდა ნომინაციებში „წლის კონცერტის“ კატეგორია გაჩნდეს და ისურვებდა მეტი სპონსორი ჰყავდეს მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიას.

„ოქროს ტალღის” მხარდამჭერია პროექტი „ჩექინ ჯორჯია” და ქალაქ თბილისის მერია. დაჯილდოების წარმდგენია „ლიდერ ფუდი“, მარკ მარტელის სპონსორი პე-ეს-პე -ს ფრანგული ბრენდები, მასპინძელი სასტუმრო „ვინდამ თბილისი”, ოფიციალური გადამყვანი „თურქიშ ეარლაინსი”, ღონისძიების უსაფრთხოებაზე ზრუნავს დაცვის სამსახური ომეგა ემბეერი. პარტნიორები: „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი“, „ლუტეცია“, „მაგთი“. საინფორმაციო მხარდამჭერი „რუსთავი 2“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები