LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტარტაპების წინ წამოწევა და ინვესტორებთან დაკავშირება – ბაზარზე ინოვაციური პლატფორმა THE CROSSROADS შეიქმნა

12
227662920-269540174512614-1011757899940162669-n

სერიულმა ანტეპრენერმა ნიკოლოზ კობახიძემ მსოფლიოს თავისი ახალი ქმნილება – the Crossroads წარუდგინა. THE Crossroads სტარტაპერებისა და ინვესტორებისთვის განკუთვნილი პლატფორმაა, რომელშიც სამთავრობო და საგანმანათლებლო დაწესებულებები, აქსელერატორები, საერთაშორისო კომპანიები და სხვა დაინტერესებული მხარეები არიან ჩართული. THE Crossroads სხვადასხვა ქვეყნებსა და რეგიონებში ეკოსისტემის განვითარების მყარი საფუძველია.

THE Crossroads-ის პლატფორმის საქმიანობის და სამომავლო გეგმების შესახებ „ბიზნესნიუსის“ ეთერში THE Crossroads-ის შემქმნელმა და თანადამფუძნებელმა ნიკოლოზ კობახიძემ ისაუბრა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ნიკოლოზი GiS ჯგუფის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია. GiS ჯგუფი შედგება კომპანიებისგან – G-Tel, Mainstream Consulting და Premium Events. ჯგუფი ლიდერია ტექნოლოგიური კონცეფციების შექმნასა და გადაწყვეტების მიწოდებაში.

როგორ გაჩნდა THE Crossroads პლატფორმის შექმნის იდეა და რა მიზანს ემსახურება ის?

THE Crossroads-ს გლობალური მიდგომა აქვს და მისი მიზანია, გახდეს პრემიერ პლატფორმა, რომელიც სხვადასხვა ინდუსტრიებში ჩართულ ადამიანებს დიალოგის საშუალებას მისცემს, რაც მოხდება გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებით, მხარდაჭერითა და ზრდის ტემპების დაჩქარებით, უფრო ინოვაციური ბიზნესებისა და რაც მთავარია, სამუშაო ადგილების შექმნით.

რაც შეეხება იდეას, THE Crossroads-ის შექმნის იდეა გაჩნდა პანდემიის დროს მაშინ, როდესაც ძალიან ბევრი სტარტაპი შეიქმნა როგორც მსოფლიოს მასშტაბით, ისე საქართველოში. მე, როგორც უკვე აღნიშნეთ, გახლავართ სერიული მეწარმე და 2006 წლიდან შევქმენი ჩემი პირველი კომპანია და შემდეგ, 15 წლის განმავლობაში, კიდევ რამდენიმე კომპანია. ეს უკვე, ფაქტობრივად, მეხუთე კომპანიაა. ერთი არის ტექნოლოგიებში, მეორე – ქონსალთინგში, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით და ასევე, სხვა მიმართულებებით. ზოგადად, ჩვენ დიდი გამოცდილება გვქონდა და გვაქვს კომპანიების განვითარების კუთხით. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ საქართველოში ეკოსისტემა სტარტაპების და კომპანიების მიმართულებით განგვევითარებინა და მოგვეზიდა რაც შეიძლება მეტი სხვადასხვა სახის ინვესტორი. შესაბამისად, ჩვენს საერთაშორიო პარტნიორებთან ერთად, შევქმენით აღნიშნული პლატფორმა და მისი ოფიციალური წარდგენა მოხდება საქართველოში 1-ლიდან 3 სექტემბრის ჩათვლით. ჩატარდება ჰიბრიდული სახით, თუმცა იქნება ოფლაინ კომპონენტიც და ონლაინიც და რეალურად, მთავარი მიზანია არის ეკოსისტემის განვითარება, საზოგადოების განვითარება და შესაბამისი ჩართულობა უნივერსიტეტების. ზოგადად, პირველი და მთავარი გასაღები წარმატებების, ეს არის განათლება – ამით იწყება ყველაფერი. ჩვენი მიზანია, კომპანიებს დავეხმაროთ უფრო მაღალ დონეზე გადასვლაში, პროფესიონალურად განვითარებაში. ამიტომ, ამ საქმეში საუკეთესო ექსპერტები გვყავს ჩართული სხვადასხვა თემატიკის… გვინდა, რომ საქართველოში შეიქმნას ის ჰაბი, რომლიდანაც ტვინების ექსპორტი მოხდება.

რას მოიცავს THE Crossroads პლატფორმის საქმიანობა?

პირველ რიგში, ეს არის ადგილობრივი კომპანიების დახმარება. თუმცა, ჩვენი გეოგრაფიული არეალი არ შემოიფარგლება საქართველოთი. ჩვენი მასშტაბი არის გლობალური, უფრო კონკრეტულად კი – რეგიონული. გვაქვს პარტიონორობა სხვადასხვა ქვეყნების ტექნოპარკებთან. პირველ რიგში, ძალიან დიდ დახმარებას გვიწევს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ამიტომ, ჩვენ სხვადასხვა პარტნიორების ჩართულობით, ვეხმარებით კომპანიების სხვადასხვა საინვესტიციო ბაზრებზე წვდომაში და ინვესტიციების მოზიდვაში.

აღსანიშნავია, რომ THE Crossroads-ის პლატფორმის გახსნის ღონისძიებამდე, ანუ პირველ სექტემბრამდე რამდენიმე საფეხურის გავლა გვიწევს, ესენია:

პირველი საფეხური, რაც იყო ონლაინ სტარტაპ კონკურსი უკვე წარმატებით დავასრულეთ, 25 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით ადგილობრივ და საერთაშორისო სტარტაპებს მივეცით შანსი გამხდარიყვნენ მათთვის საინტერესო და სასარგებლო კონკურსის ნაწილი.

მომდევნო ეტაპია საკონკურსო შედეგების გამოვლენა – 10 აგვისტო;

სტარტაპების აქსელერაციის მოკლევადიანი პროგრამა – 20 დან – 30 აგვისტომდე;

და THE Crossroads პლატფორმის გახსნითი ღონისძიება 1-3 სექტემბერი. გამარჯვებული სტარტაპების დაჯილდოვება, რომელიც 3 სექტემბერს გაიმართება.

ვინ დაესწრება Crossroads-ის გამხსნელი ღონისძიებას და ზოგადად, რა იგეგმება ამ ღონისძიების ფარგლებში?

ჩვენი მიზანი იყო დარგის წამყვანი სპეციალისტების მობილიზება გაგვეკეთებინა. გამიჭირდება მათგან ყველაზე მნიშვნელოვანის გამოყოფა,თუმცა აუცილებლად უნდა ვახსენო:

Women in Tech პანელური დისკუსია, რომელიც Women in Tech სამიტის ეგიდით პირველად გაიმართება საქართველოში, უხელმძღვანელებს თავად სამიტის დამფუძნებელი და პრეზიდენტი Ayumi Moore Aoki.

ჯანდაცვის პანელ დისკუსიაზე გამორჩეული სტუმარია Dr. Heitham Hassoun, რომელიც წარმატებული კლინიცისტი, მსოფლიოს წამყვანი კლინიკის მმართველი და გლობალური ჯანდაცვის სფეროში ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერია. ამჟამად ის „Cedars-Sinai International“-ის სამედიცინო ცენტრის ვიცე- პრეზიდენტისა და კლინიკური დირექტორის პოზიციას იკავებს.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ირაკლი ბერიძე გაეროს UNICRI-ის ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკის ცენტრის ხელმძღვანელი ჩამოვა და ისაუბრებს ახალ ტექნოლოგიებზე და ხელოვნური ინტელექტის განვითარების მნიშვნელობაზე.

ღონისძიებას დაესწრება, Isabel Neves, რომელიც 30 წელზე მეტია, რაც თავად არის ანტეპრენერი და ინოვატორი. ის წლების განმავლობაში უჭერდა მხარს ახალგაზრდა ანტეპრენერებსა და ინოვატორებს დაწყებული ტრადიციული ვაჭრობიდან, ტურიზმიდან და განათლებიდან, დასრულებული ბიოენერგეტიკის პროექტებით.

-რა პერსპექტივები და შესაძლებლობები ექნებათ THE CROSSROADS სტარტაპ კონკურსის გამარჯვებულებს?

THE Crossroads სტარტაპ კონკურსის გამარჯვებულებს შესაძლებლობა ექნებათ: იმუშაონ საკუთარ განვითარებაზე მსოფლიოში წამყვან მენტორებთან ერთად; მონაწილეობა მიიღონ გლობალურ აქსელერაციის პროგრამებში; გააუმჯობესონ საკუთარი პროდუქტი ინდუსტრიის მოწინავე ექსპერტებთან ერთად; შეიმუშაონ ყველაზე ეფექტური ბიზნესმოდელი; განავითარონ მომხმარებლისთვის ყველაზე მომხიბვლელი კონცეფცია; ჰქონდეთ წვდომა გლობალურ ფონდებზე რომლების სწორედ მათ ინდუსტრიაში სპეციალიზირდებიან.

-რა თემებს შეეხებით კონკურსის ფარგლებში და ვინ იქნებიან მონაწილე ქვეყნები?

მონაწილე ქვეყნები არიან: საქართველო, აშშ, პორტუგალია, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ესტონეთი, უნგრეთი, სერბეთი, გაერთიანებული ემირატები, ინდოეთი, ისრაელი, უნგრეთი

რაც შეეხება თემებს, რომლებსაც შევეხებით კონკურსის ფარგლებში, ესენია: ხელოვნური ინტელექტი და ციფრული ტრანსფორმაცია, რობოტიკა, ფინტეკი, მობილურობა, ტელეკომუნიკაციები, აგრო-ტექნოლოგიები, განათლების და ჯანდაცვის სფეროებში არსებული ტექნოლოგიები, მდგრადი განვითარება და ე.წ მომავალი თაობის ინფრასტრუქტურა.

THE Crossroads პლატფორმის განვითარების გეგმები როგორია, თქვენი სამომავლო ხედვების შესახებ რომ მოგვიყვეთ?

ჩვენს მომავალ გეგმას წარმოადგენს ის, რომ ეს ღონისძიება იყოს ყოველწლიური, ჩატარდეს საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც: THE Crossroads იქნება ასევე სხვა ქვეყნებში. ყოველწლიურ დიდ ღონისძიებას შორის კი მოხდება ე.წ „როუდ შოუები“, რომლებსაც, ვფიქრობ, სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა ფორმატებში, რომ ამ პლატფორმის კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაცია მოხდეს და კიდევ უფრო მეტი ხალხი, კომპანია და ინვესტორი ჩაერთოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები