LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფო ნიჟარაძე: „მირჩევნია უარესს ველოდო და კარგი შედეგი იყოს“

„ყველაზე დიდი ჯილდო, მსმენელის სიყვარულია და  „მომწონს“, მათი ოქროს სიტყვები“

„პირველ რიგში ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი იყო, როდესაც ჩამონათვალში ვნახე ჩემი და საბას დუეტი „შემოდგომა“. განსაკუთრებული სიმღერაა, რომელიც სპონტანურად შეიქმნა, ვგულისხმობ ვერსიას. მაყურებლის ძალიან დიდი მოწონება და სიყვარული დაიმსახურა. ჩემთან ერთად საბასაც ძალიან გაუხარდა. საერთოდ, როცა რაღაცას დიდი ხნის განმავლობაში გეგმავ, მოლოდინიც შესაბამისი არის ხოლმე, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა დიდი სიყვარულით, მაგრამ მოკლე დროში, „ნანუკას შოუსთვის“ შეიქმნა დუეტი. ზვიად ბოლქვაძია და „ნიუტონის“ ვერსია განსხვავებული გამოვიდა. განსხვავებული იყო ჩვენი ხედვა, რომ ტანგოში გაგვეკეთებინა სიმღერა და შედეგიც სასიამოვნო აღმოჩნდა. რა მოხდება წელს, არ ვიცი. არც შარშან ველოდი გამარჯვებას. ზედიზედ ორჯერ ერთ ნომინაციაში გამარჯვება გასაკვირი იყო, ჩემთვის. მოლოდინი, როგორც წესი, არ მაქვს ხოლმე. მირჩევნია უარესს ველოდო და კარგი შედეგი იყოს. ყველაზე დიდი ჯილდო, მსმენელის სიყვარულია და  „მომწონს“, მათი ოქროს სიტყვები“ – რადიო „ფორტუნას“ ეთერში სოფო ნიჟარაძემ „ოქროს ტალღის“ შესახებ ისაუბრა. მომღერალმა აღნიშნა, რომ წინასწარ მოლოდინს არასდროს იქმნის და ექსკლუზიურად „ფორტუნას“ მსმენელს გაუმხილა, რომ მალე კიდევ ერთი ძველი სიმღერის ახალ ვერსიას წარადგენს.

ოქროს ტალღის წარმდგენია ლიდერ ფუდი. პარტნიორები: ოფიციალური ავიაგადამყვანი „თურქიშ ეარლაინსი“, ბალნეოლოგიური კურორტი თბილისი სპა. საინფორმაციო მხარდამჭერი რუსთავი 2“.